Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png

ზაფხულის ბოლოს Facebook-მა აამოქმედა გეიმინგ ჰაბი Fb.gg, რომელიც ამავდროულად ახდენდა ფუნქციონალურობის რეალიზებას სტრიმერებისთვის, რაც მას აძლევდა საშუალებას - კონკურენცია გაეწია Twitch-ისთვის. და ახლა უკვე სერვისი გამოჩნდა ოპერაციულ სისტემა Android-ზე. 

ჯერჯერობით პროგრამა ბეტა-სტატუსში იმყოფება. მისი მეშვეობით შესაძლებელია თამაში, მწარმებლებთან კონტაქტი და ა.შ. ასევე, პირდაპირ ამ აპლიკაციიდან შესაძლებელია გაუშვათ საკუთარი ლაივები ან უყუროთ სხვისებს. აპლიკაციას აგრეთვე აქვს ტექსტური ჩატის მხარდაჭერა. 

ამგვარად, facebook-ი აქტიურად მიიწევს ბაზრისკენ, რომელიც უკვე დაკავებულია Amazon-ისა და Google-ის მიერ. სოციალურმა ქსელმა, ისევე როგორც აქვთ YouTube-სა და Twitch-ს, მომხმარებელს შესთავაზა გეიმინგ სტრიმების ყოველთვიური გამოწერა. ასე რომ, არ არის გამორიცხული, Facebook- ბაზარზე მალე მესამე მოთამაშის სახით წარდგეს. 

აღსანიშნავია, რომ აპლიკაცია გამოვიდა სულ ახლახანს, 9 ოქტომბერს, თუმცა უკვე მოაგროვა დაინსტალირების 10 000-იანი მაჩვენებელი. Facebook-ი ამ დრომდეც ახორციელებდა თამაშების კუთხით ექსპერიმენტებს. ბევრ თქვენგანს ემახსოვრება Angry Birds-ის მობილური ვერსია, რომელიც ხელმისაწვდომი იყო როგორც მობილურ აპლიკაციებში, ასევე ბრაუზერებშიც (უკანასკნელ შემთხვევაში კი საშინელი შეფერხებები ჰქონდა მძლავრ პერსონალურ კომპიუტერზეც კი). ამას გარდა იყო სხვა თამაშებიც. 

კომპანია აგრეთვე ახდენდა Facebook Messenger-ის გეიმინგ აპლიკაციების ტესტირებას Telegram-ის ანალოგიურად. თუმცა, როგორც ჩანს, სტრიმინგ გადაწყვეტილებები ბევრად პროგრესულ იდეას წარმოადგენს: სტრიმინგ ვიდეო/აუდიო და ახლა უკვე თამაშების ბაზარი IT-კომპანიების მიერ განიხილება, როგორ საუკეთესო საშუალება - მომხმარებლებს მიაწოდონ კონტენტი. 

როდის გამოვა Android-აპლიკაციის ფინალური ვერსია -  ჯერჯერობით უცნობია, არის ვარაუდი, რომ ეს მოხდება მომავალ წელს. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.