Magdalena Posted October 15, 2018 Posted October 15, 2018 მიმდინარე წლის ადრეულ პერიოდში Facebook-მა განაცხადა, რომ კომპანიამ წაშალა გენერალური დირექტორის - მარკ ცუკერბერგის მიერ Messenger-ში გაგზავნილი რამოდენიმე ძველი შეტყობინება. Facebook-ის რიგით მომხმარებლებს მსგავსი რამ არ შეუძლიათ - თუკი წაშლით შეტყობინებას თქვენი ინბოქსიდან, იგი მაინც დარჩება შეტყობინების მიმღების ინბოქსში. აპრილში Facebook-ის წარმომადგენლობამ განაცხადა, რომ გეგმავს დანერგოს ფუნქცია „Unsend” ყველასთვის, თუმცა არაფერი უთქვამთ დეტალებისა და გამოსვლის დროის შესახებ. როგორც TechCrunch-მა შეამჩნია, ახალი ფუნქციის პირველადი სახე უკვე გამჟღავნდა. Jane Manchun Wong-მა, რომელიც Facebook-ის დაფარულ ფუნქციებს ეძებს, Twitter-ზე გამოაქვეყნა სქრინი, რომელზეც ასახულია, რომ გაგზავნილი შეტყობინების რედაქტირებისას, “Delete Message”- შეტყობინების ქვეშ გაჩნდა წარწერა: “Unsend Message”. დადასტურების შემთხვევაში, ჩნდება წარწერა: “Your message will be removed from the chat, and you.” როგორც ჯეინ ვონგი ამბობს, შესაძლოა გამოყოფილი იქნას გარკვეული დრო შეტყობინების Unsend-ისთვის, მაგალითად, როგორც Gmail-ის შემთხვევაში გვაქვს 30 წამი “Undo Send”-ისთვის. პრეს-მდივანმა TechCrunch-ს დაუდასტურა, რომ Facebook-ი ახდენს ახალი პროდუქტებისა და ფუნქციების შიდა ტესტირებას - ხარისხის და ფუნქციურობის შემოწმების მიზნით, მანამდე, სანამ ეს ფუნქციები საყოველთაო მოხმარებისთვის გახდება ხელმისაწვდომი. www.theverge.com
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now