Magdalena Posted October 12, 2018 Posted October 12, 2018 კომპანია Google-მა, რომელიც შედის ჰოლდინგ Alphabet-ის შემადგენლობაში, საჩივარი შეიტანა ჯარიმის - 4,32 მლრდ ევროს დაკისრების გასაპროტესტებლად. ჯარიმა კომპანიას სამი თვის წინ დაეკისრა ევროპის კავშირის ანტიმონოპოლიური რეგულატორის მიერ. ბრალდება გულისხმობს იმ ფაქტს, რომ Google იყენებდა თავის დომინანტ პოზიციებს ოპერაციული სისტემა Android-ის ბაზარზე და ზღუდავდა კონკურენტების საქმიანობას. „EC-ის გადაწყვეტილების გამო ჩვენ მივმართეთ აპელაციისთვის ევროპის სასამართლოს“ - განუცხადა Google-ის წარმომადგენელმა სააგენტო Reuters-ს. ევროპის კომისიამ ივლისში განაცხადა, რომ Google 2011 წლიდან ბოროტად იყენებდა თავის დომინანტობას მობილური სისტემების ბაზარზე. კერძოდ, კომპანია იყენებდა Android-ს თავისი საძიებო სისტემის ლიდერული პოზიციების გამყარებისთვის: მწარმოებლებისგან მოითხოვდა, რომ მათ თავიანთი მოწყობილობები დაეყენებინათ Android-ის პლატფორმაზე - წინასწარ დაყენებული Google-ის საძიებო სისტემის, Chrome ბრაუზერის და აპლიკაცია Google Play-ს გამოყენებით. გარდა ამისა, კომპანია უხდიდა მწარმოებლებს მხოლოდ მისი საძიებო სისტემის წინასწარი დაინსტალირებისას და ბლოკავდა მათ მიერ კონკურენტი საძიებო სისტემებისა და ბრაუზერების გამოყენებას. ოპერაციული სისტემა Android-ი, რომლის გამოყენებაც მობილურ მოწყობილობებში უფასოა, დაინსტალირებულია მთელი მსოფლიოს სმარტფონების დაახლოებით 80%-ში. აღვნიშნავთ, რომ Google-ის მხრიდან აპელაცია არ ათავისუფლებს მას ევროკომისიის მიერ დაკისრებული მოთხოვნების შესრულებისგან. კომპანიას აქვს მიცემული 90 დღიანი ვადა, რომ შეწყვიტოს ზემოთაღნიშნული ტიპის ქმედებები და აღარ დაბლოკოს მწარმოებელთა მცდელობები - დააინსტალირონ საძიებო სისტემის ალტერნატიული ვარიანტები და ბრაუზერები. ევროკომიის მიერ მიცემული ვადა 28 ოქტომბერს იწურება. დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, Google-ს კიდევ დამატებითი ჯარიმები ემუქრება. აპელაციას რაც შეეხება, ამ საკითხზე სასამართლო პროცესი შესაძლოა წლობით გაიწელოს. https://3dnews.ru/976623 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.