Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Google-მა, რომელიც შედის ჰოლდინგ Alphabet-ის შემადგენლობაში, საჩივარი შეიტანა ჯარიმის - 4,32 მლრდ ევროს დაკისრების გასაპროტესტებლად. ჯარიმა კომპანიას სამი თვის წინ დაეკისრა ევროპის კავშირის ნტიმონოპოლიური რეგულატორის მიერ. ბრალდება გულისხმობს იმ ფაქტს, რომ Google იყენებდა თავის დომინანტ პოზიციებს ოპერაციული სისტემა Android-ის ბაზარზე და ზღუდავდა კონკურენტების საქმიანობას. 

image.jpeg

 

EC-ის გადაწყვეტილების გამო ჩვენ მივმართეთ აპელაციისთვის ევროპის სასამართლოს“ - განუცხადა Google-ის წარმომადგენელმა სააგენტო Reuters-ს. 

ევროპის კომისიამ ივლისში განაცხადა, რომ Google 2011 წლიდან ბოროტად იყენებდა თავის დომინანტობას მობილური სისტემების ბაზარზე. კერძოდ, კომპანია იყენებდა Android-ს თავისი საძიებო სისტემის ლიდერული პოზიციების გამყარებისთვის მწარმოებლებისგან მოითხოვდა, რომ  მათ თავიანთი მოწყობილობები დაეყენებინათ Android-ის პლატფორმაზე - წინასწარ დაყენებული Google-ის საძიებო სისტემის,  Chrome ბრაუზერის და   აპლიკაცია Google Play-ს გამოყენებით. გარდა ამისა, კომპანია უხდიდა მწარმოებლებს მხოლოდ მისი საძიებო სისტემის წინასწარი დაინსტალირებისას და ბლოკავდა მათ მიერ კონკურენტი საძიებო სისტემებისა და ბრაუზერების გამოყენებას.  

ოპერაციული სისტემა Android-, რომლის გამოყენებაც მობილურ მოწყობილობებში უფასოა, დაინსტალირებულია მთელი მსოფლიოს სმარტფონების დაახლოებით 80%-ში. აღვნიშნავთ, რომ Google-ის მხრიდან აპელაცია არ ათავისუფლებს მას ევროკომისიის მიერ დაკისრებული მოთხოვნების შესრულებისგან. კომპანიას აქვს მიცემული 90 დღიანი ვადა, რომ შეწყვიტოს ზემოთაღნიშნული ტიპის ქმედებები და აღარ დაბლოკოს მწარმოებელთა მცდელობები - დააინსტალირონ საძიებო სისტემის ალტერნატიული ვარიანტები და ბრაუზერები. ევროკომიის მიერ მიცემული ვადა 28 ოქტომბერს იწურება. დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობი შემთხვევაში, Google-ს კიდევ დამატებითი ჯარიმები ემუქრება. 

აპელაციას რაც შეეხება, ამ საკითხზე სასამართლო პროცესი შესაძლოა წლობით გაიწელოს.  

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.