Jump to content

Recommended Posts

Posted

Waymo-ის გენერალურმა დირექტორმა John Krafcik-მა განაცხადა კომპანიის თვითმართვადი ავტომობილების მნიშვნელოვანი მიღწევის შესახებ: რობომობილების ჯამურმა გარბენმა საზოგადოებრივი გამოყენების გზებზე გადააჭარბა 10 მილიონ მილ მანძილს. 

image.jpeg

 

გაცნობებთ, რომ Waymo შექმნილია Google-ის რობომობილების პროექტის საფუძველზე. კომპანიის მიზანია, რომ საფუძვლიანად შეცვალოს სატრანსპორტო ბიზნესი. მოსალოდნელია, რომ რობომობილების კომერციულ ბაზრებზე გაყვანა ხელს შეუწყობს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ეფექტურობის ზრდას დიდ ქალაქებში და შეამცირებს ავარიათა რიცხვს „ადამიანური ფაქტორის“ გამორიცხვით. 

გასული წლის შემოდგომაზე ცნობილი გახდა, რომ Waymo-ს ავტომობილებმა ერთი სრული გავლით საზოგადოებრივ გზაზე დაფარეს 4 მლნ მილი. მიმდინარე წლის ივლისში მანქანების სრულმა გარბენმა 8 მლნ მილი შეადგინა. ახლა კი უკვე საუბარია 10 მლნ მილზე მეტი მანძილის დაფარვაზე. 

image.jpeg

 

უკვე მიმდინარე წლის ბოლოსთვის Waymo-ს დაგეგმილი აქვს სამგზავრო სერვისის ამოქმედება ფენიქსში, (არიზონას შტატი, აშშ). კომპანია აგრძელებს მუშაობას ავტოპილოტირების პლატფორმის გაუმჯობესებაზე. სპეციალისტები მუშაობენ სატრანსპორტო საშუალების მართვის სისტემაზეც, რომ იგი უფრო ეფექტური იყოს არახელსაყრელი ამინდისა და გარემო პირობების შემთხვევებში. და ამისა, მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა მანევრირების გაუმჯობესებასაც. 

 

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.