Magdalena Posted October 8, 2018 Posted October 8, 2018 დიზაინერულმა ჯგუფმა OPEN Architecture-მა და კომპანია Xiaomi-მ წარმოადგინეს საკუთარი ხედვა, თუ როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს პირველი მოსახლეების საცხოვრებლები წითელ პლანეტაზე. კონცეფციამ სახელად მიიღო MARS Case. კონცეფციის ძირითადი იდეებია მინიმალიზმი და ხელმისაწვდომი რესურსების განმეორებითი გამოყენება. ავტორების ჩანაფიქრის მიხედვით, მთავარი მოდულის ზომები იქნება 2,4 × 2,4 × 2,0 მეტრი. მოდული უნდა შეიცავდეს ყველა აუცილებელ სისტემას, რაც გარდაუვალია კოლონიზატორების სიცოცხლისა და მოქმედების უზრუნველყოფისთვის. არის ვარაუდი, რომ შიდა სისტემები შეძლებენ კონდენსატის შეგროვებას და სითბოს აკუმულირებას შემდგომი გამოყენებისთვის. ამგვარად, რესურსების ხარჯვა მინიმუმამდე იქნება შემცირებული. იმის გათვალსიწინებით, რომ MARS Case-ის გაბარიტები დიდი არ არის, შესაძლებელია მოდულის ტრანსპორტირება ერთი ადგილიდან მეორეზე. რა საკვირველია, MARS Case - ეს ჯერჯერობით მხოლოდ დიზაინერული ნიმუშია, თუმცა, სავსებით შესაძლებელია, რომ კონცეფციაში ჩადებულმა ზოგიერთმა იდეამ პრაქტიკული გამოყენებაც მიიღოს სამომავლოდ. https://3dnews.ru/976432 1
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now