Jump to content

Recommended Posts

Posted

ინტერნეტ-პლატფორმა eBay-ის წარმომადგენლობამ Amazon-ს ბრალი დასდო მცდელობაში -  საკუთარ პლატფორმაზე გადაეყვანა მომწოდებლები, რომლებიც eBay-ისთან თანამშრომლობენ. მათი თქმით, Amazon-ი ამას ახორციელებდა eBay-ს შეტყობინებების გაცვლის შიდა სისტემის საშუალებით.  

image.jpeg

ჩვენ გამოვავლინეთ უკანონო და შემაშფოთებელი მოქმედების სქემა Amazon-ის მხრიდან,“ - განაცხადა eBay-ს წარმომადგენლობამ. – „Amazon-ს გავუგზავნეთ წერილი, სადაც მოვითხოვდით, რომ შეეწყვიტა უკანონო ქმედებები. ჩვენ გარდაუვალ ზომებს მივიღებთ eBay-ს დასაცავად“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.  

როგორც eBay-ში აცხადებენ, შექმნილი უსიამოვნო სიტუაციის შესახებ მათ დაახლოებით ათი დღის წინ შეიტყვეს ერთ-ერთი მომწოდებლისგან. მომწოდებლის თქმით, მას დაუკავშირდა Amazon-ის თანამშრომელი ზემოთხსენებული ჩანაფიქრის განხორციელების მიზნით.  

The Wall Street Journal-ის ცნობების მიხედვით, ჩატარებული გამოძიების შედეგად კომპანია eBay-მ აღმოაჩინა, რომ eBay- 50-ზე მეტ მომწოდებელთან იყო გაგზავნილი 1000-ზე მეტი შეტყობინება Amazon-ისგან. შეტყობინებებში Amazon-ი მომწოდებლებს არწმუნებდა, თავიანთი ბიზნესი გადაეტანათ Amazon Marketplace-ის პლატფორმაზე. 

თავის მხრივ, Amazon-მა პირობა დადო, რომ ჩაატარებს საფუძვლიან გამოძიებას ბრალდებასთან დაკავშირებით.  

 

reuters

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.