Magdalena Posted October 5, 2018 Posted October 5, 2018 ინტერნეტ-პლატფორმა eBay-ის წარმომადგენლობამ Amazon-ს ბრალი დასდო მცდელობაში - საკუთარ პლატფორმაზე გადაეყვანა მომწოდებლები, რომლებიც eBay-ისთან თანამშრომლობენ. მათი თქმით, Amazon-ი ამას ახორციელებდა eBay-ს შეტყობინებების გაცვლის შიდა სისტემის საშუალებით. „ჩვენ გამოვავლინეთ უკანონო და შემაშფოთებელი მოქმედების სქემა Amazon-ის მხრიდან,“ - განაცხადა eBay-ს წარმომადგენლობამ. – „Amazon-ს გავუგზავნეთ წერილი, სადაც მოვითხოვდით, რომ შეეწყვიტა უკანონო ქმედებები. ჩვენ გარდაუვალ ზომებს მივიღებთ eBay-ს დასაცავად“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. როგორც eBay-ში აცხადებენ, შექმნილი უსიამოვნო სიტუაციის შესახებ მათ დაახლოებით ათი დღის წინ შეიტყვეს ერთ-ერთი მომწოდებლისგან. მომწოდებლის თქმით, მას დაუკავშირდა Amazon-ის თანამშრომელი ზემოთხსენებული ჩანაფიქრის განხორციელების მიზნით. The Wall Street Journal-ის ცნობების მიხედვით, ჩატარებული გამოძიების შედეგად კომპანია eBay-მ აღმოაჩინა, რომ eBay-ს 50-ზე მეტ მომწოდებელთან იყო გაგზავნილი 1000-ზე მეტი შეტყობინება Amazon-ისგან. შეტყობინებებში Amazon-ი მომწოდებლებს არწმუნებდა, თავიანთი ბიზნესი გადაეტანათ Amazon Marketplace-ის პლატფორმაზე. თავის მხრივ, Amazon-მა პირობა დადო, რომ ჩაატარებს საფუძვლიან გამოძიებას ბრალდებასთან დაკავშირებით. reuters https://3dnews.ru/976325 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.