Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

მცირე ხნის წინ აღმოჩენილი შეცდომა Bitcoin-ის კოდში გამოიყენეს ნაკლებად ცნობილი კრიპტოვალუტის მონეტების შესაქმნელად. ეს შემთხვევა წარმოადგენს საშიშროებას, რომ შემდეგში შეიძლება სხვა კრიპტოვალუტა აღმოჩნდეს იმავე რისკის ქვეშ.  

Pigeoncoin-ის შემქმნელები ამტკიცებენ, რომ უცნობმა ბოროტმოქმედმა წარმატებით გამოიყენა  Bitcoin-ის კოდში არსებული შეცდომა და გამოუშვა (დაბეჭდა) 235 მილიონი კოინი, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 15 000 დოლარია. 

მიზეზი, რის გამოც ბოროტმოქმედმა ეს შეძლო, იმაში მდგომარეობს, რომ წლების განმავლობაში ბევრმა კრიპტოვალუტამ წაიღო Bitcoin-ის კოდის წილი თავინთი საკუთარი მოხმარებისთვის. და იმ დროს, როდესაც Bitcoin-ის მცირე ხარვეზი გამოსწორებულ იქნა, Pigeoncoin-მა ჯერ კიდევ ვერ მოაგვარა ეს პრობლემა.  

ეს შეცდომა ბოროტმოქმედებს საშუალებას აძლევს გამოუშვან იმდენი კოინი, რამდენიც მოესურვებათ. აგრეთვე, შეუძლიათ გვერდი აუარონ კრიპტოვალუტების მიწოდებაზე არსებულ მკაცრ შეზღუდვებს, რის შედეგადაც სხვა კოინების ღირებულება მცირდება - რასაც ასე აკონტროლებენ ინვესტორები.  

რა არის Pigeoncoin-ი? 

Pigeoncoin-ი სხვა კრიპტოვალუტებისგან გამოირჩევა X16r მაინინგ ალგორითმით, თუმცა იგი არ შედის CoinMarketCap-ის ტოპ 1000 კოინშიც კი. ამ კოინის მწარმოებლებს ერთ-ერთ მთავარ მიზნად აქვთ, გამოიყენონ ბლოკჩეინი მომაბეზრებელი მონაცემების აღკვეთისთვის - “end abusive data collection“. 

Pigeoncoin-ის ამჟამინდელი მარაგი 970 მილიონს შეადგენს, ზემოთხსენებული შემთხვევისას კი ბოროტმოქმედმა შეძლო ამ ღირებულების თითქმის ¼ კოინი გამოეშვა. შედეგად, Cryptocurrency Exchange CryptoBridge-ს მიერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ დროებით შეჩერებულიყო ვაჭრობა - იმ დრომდე, სანამ მწარმოებლები შეცდომას არ გამოასწორებდნენ.  

Pigeoncoin-ის მწარმოებლების მხრიდან დროულად მოხდა რეაგირება. მათ სასწრაფოდ გამოუშვეს პროგრამული უზრუნველყოფის განახლება. ჯერჯერობით Pigeoncoin-ი უსაფრთხოდაა. კრიპტოვალუტების ბაზარი მოლოდინის რეჟიმში იმყოფება, რათა ნახონ, რამდენად არიან სხვა კოინები იმავე საფრთხის ქვეშ.  

www.techradar.com

  • Like 1
Posted

მაგ ალგოზე ვამაინინგებ კაკრაზ მეც ამ ეტაპზე, მაგრამ მაგ კოინს არა, პირდაპირ ნაისჰაშის სერვერს ვიყენებ და T-rex მაინერს, 0.0007 ბიტკოინს კი აკეთებს დღეში, საკმაოთ კაპრიზნი ალგოა და კარტის სტანდარტულ რაზგონზე შეიძლება არ იყოს მთლათ სტაბილური, განსაკუთრებით ალერგია აქვს რამის რაზგონზე, თან რამის რაზგონი არაფერში ჭირდება მაინც და ბევრი -502 აყენებს ხოლმე, მძიმე ალგორიტმია საკმაოთ და არც კორის აწევა არ ღირს 100+ მეტზე

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.