Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

Alienware-მა დააანონსა თავისი ახალი გეიმერული ლეპტოპი m15. კომპანიას სურს ფეხი აუწყოს  ლეპტოპების ისეთ მწარმოებლებს, როგორებიცაა Razer და MSI, სწორედ ამიტომ შექმნა თავისი წარმოების ისტორიაში ყველაზე თხელი და მსუბუქი ლეპტოპი. 

image.jpeg

კომპაქტურობის პარალელურად, m15 მოდელი აკმაყოფილებს ყველა პირობას, რაც უნდა ჰქონდეს 2018 წლის გეიმერულ ლეპტოპს: აქვს თხელი კორპუსი, Nvidia Max-Q, დიზაინი, Intel Core i7-8750H პროცესორი, 32 გბ-მდე ოპერატიული მეხსიერება. ლეპტოპი არის 14 %-ით უფრო ძლიერი და 20 %-ით მსუბუქი, წინა 13 დუიმიან მოდელთან - Alienware 13-თან შედარებით. ამავე დროს, მისი დისპლეის დიაგონალი (15,6 დუიმი) დიდია წინა მოდელისაზე. მომხმარებლებს შეუძლიათ არჩევანი გააკეთონ ვერსიებს შორის: 1) Full HD (1920 × 1080 გაფართოებით) და 2) 4К (3840 × 2160 გაფართოებით). პირველ შემთხვევაში კადრის განახლების სიხშირემ შეიძლება შეადგინოს 60 ან 144 ჰერცი, მეორე შემთხვევაში - მხოლოდ 60 ჰერცი.  

დიზაინს რაც შეეხება, m15 საკმაოდ განსხვავდება Alienware-ს წინა მოდელებისგან. მას აქვს უფრო თხელი ჩარჩო, ასევე შემცირებულია ზომაში და ბევრად უკეთ გამოიყურება, ვიდრე ძველი მოუქნელი დიზაინის მქონე Alienware 

image.jpeg

ლეპტოპი იწონის 4,76 ფუნტს (2.156 კგ),  მისი სისქე 0,83 დუიმია (შედარებისთვის, Razer Blade 2018 -  რომელიც ამ დროისთვის საუკეთესო გეიმერულ ლეპტოპად ითვლება, იწონის 4,63 ფუნტს და მისი სისქე 0,68 დუიმია). Alienware-ის წარმომადგენლების განცხადებით, m15 ყველაზე თხელი ლეპტოპია, რაც კი ოდესმე გამოუშვიათ. მოგახსენებთ, რომ ამ კომპანიის გამოშვებული წინა 13 დუიმიანი მოდელი იწონის 5,8 ფუნტს და 14 %-ით უფრო სქელია m15-თან შედარებით.  

Alienware-მა აგრეთვე განაახლა კლავიატურა chiclet დიზაინით (მას ისევ ექნება განათება). ლეპტოპს აქვს სამი USB პორტი, ერთი USB-C Thunderbolt 3 პორტი, HDMI და Mini Display პორტები, Ethernet-ი და Alienware-ის მიერ დაპატენტებული გრაფიკული ამაჩქარებელი. ლეპტოპის გაბარიტები - 20,3 × 274,3 × 363,2 მმ.  

კომპანიის მთავარ პრიორიტეტად კვლავ რჩება თამაშის მაღალმწარმოებლურობა, თუმცა m15 არ არის მხოლოდ გეიმერული ლეპტოპი. მისი ზომისა და წონის გათვალისწინებით, გამოყენება შესაძლებელია ყოველდღიურ ცხოვრებაშიც.  

M15 ხელმისაწვდომი გახდება 25 დეკემბრიდან, მისი ღირებულება იწყება 1099 დოლარიდან. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.