Jump to content

Recommended Posts

Posted

Urban-Engine-city-pulse-1.jpg

კომპანია Google გვთავაზობს ახალ აფდეითს, რომელიც განსაკუთრებით  სასარგებლო იქნება ქალაქის იმ მაცხოვრებელთათვის, ვინც საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობს. სისტემის საშუალებით ახლა უკვე შესაძლებელი იქნება მივიღოთ ინფორმაცია არამარტო საცობების შესახებ, არამედ, სერვისი მოახდენს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტების დემონსტრირებასაც 

მონაცემები გამოჩნდება Google Map-ის ახალ ჩანართზე. ინფორმაცია ნაჩვენები იქნება მომხმარებლის მარშრუტის გათვალისწინებით და მიაწვდის მას გზასთან დაკავშირებული მოვლენებისა და დაბრკოლებების შესახებ ცნობებს. კერძოდ, სისტემა გამოიკვლევს საცობებს, ავარიებს, საქალაქო ტრანსპორტის გრაფიკებს. სერვისის საშუალებით შესაძლებელი იქნება ყველა ინციდენტის გათვალისწინებით დროის გაანგარიშება დანიშნულების ადგილამდე, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, სისტემა შესთავაზებს მომხმარებელს ალტერნატიულ მარშრუტს და გამოთვლის გზაში შეფერხების დროს. 

ჯერჯერობით ეს სერვისი გაშვებულია მსოფლიოს 80 ქალაქში, ზოგიერთ მეგაპოლისში კი, მაგალითად, სიდნეიში, აპლიკაცია მომხმარებლებს აწვდის ინფორმაციას იმის შესახებაც, თუ რამდენად გადატვირთულია მათთვის საჭირო ავტობუსი თუ მატარებელი. 

image.jpeg 

ახალ ფუნქციას უკვე დაემატა სხვადასხვა მუსიკალური სერვისი, მაგალითად, Spotify, Apple Music და Google Play. მალე იგეგმება YouTube Music-ის დამატებაც. ასე რომ, მომხმარებლებს შეეძლებათ მგზავრობისას უსმინონ მუსიკას ონლაინ რეჟიმში სანავიგაციოს სისტემის გამორთვის გარეშე. Google Map-ის ახალი ფუნქციები  Android-სა და iOS-ზე გამოჩნდება მიმდინარე კვირის განმავლობაში. 

 

  • Upvote 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.