Jump to content

Recommended Posts

Posted

მიმდინარე წელს Apple-მა წარადგინა ახალი ინიციატივა სახელწოდებით „Everyone Can Create“. ეს არის სასწავლო პროგრამა, რომელიც iPad-ის გამოყენებით მოსწავლეებს საშუალებას აძლევს გაიგონ მეტი მუსიკის, ვიდეოს, ფოტოგრაფიისა და ნახატების შესახებ. ეს პროგრამა საცდელი ვარიანტის სახით გამოიყენებოდა 350 სკოლაში და დღესდღეობით, როგორც Apple აცხადებს, იგი უკვე საყოველთაოდ ხელმისაწვდომია. 

image.png

სასწავლო პროგრამა „Everyone Can Create“ შეიცავს ოთხ სახელმძღვანელოს, ჯამში 300 იდეას სწავლებისთვის და უკვე ხელმისაწვდომია Apple Book-ებზე. თითოეულ სახელმძღვანელოში შესულია პროექტების სერია, რომლებიც მოსწავლეებს ეხმარება, ნაბიჯ-ნაბიჯ განავითარონ თავიანთი უნარები და შესაძლებლობები, შეისწავლონ თითოეული სფეროსთვის აუცილებელი მეთოდები და იდეები. გაკვეთილები არ არის განკუთვნილი ხელოვნების მასწავლებელთათვის, თუმცა მისი გამოყენება ყველა დისციპლინაში შესაძლებელია.  

პროგრამა „Everyone Can Create“ განკუთვნილია მცირე ხნის წინ წარმოდგენილი iPad-ისთვის, რომელთაც აქვთ ელექტრონული ფანქრის მხარდაჭერა და გამოიყენება სკოლებში. სასწავლო პროგრამა კრეატიულია და მოსწავლეებს უბიძგებს ადრეული ასაკიდანვე შეასრულონ სამუშაოები ციფრულ რეჟიმში.  

სასწავლო პროგრამა ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე, ნებისმიერ ადგილას, სადაც კი Apple Book-ები არსებობს. Apple-ს განცხადების მიხედვით, 2018 წლის ბოლოსთვის კი შემოგვთავაზებენ ამ პროგრამას სხვადასხვა ენაზე. 

www.theverge.com

  • Thanks 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.