Jump to content

Recommended Posts

Posted

α7 II-ის გამოსვლიდან 3,5 წელიწადი გავიდა და ამ დროის განმავლობაში Sony-მ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა წინ: მსოფლიოში საუკეთესო ავტოფოკუსი, ბევრად გაუმჯობესებული ავტონომიურობა და ახალი უსწრაფესი სენსორები. 

image.jpeg

α7 II-თან შედარებით, ახალი თაობის ფოტოაპარატში ყველაფერი გაუმჯობესებულია. ახალ კამერას აქვს 24 მეგაპიქსელიანი სრულკადრიანი სენსორი, ფოკუსირების ჰიბრიდული სისტემა, ახალი ბატარეა, რომელიც უზრუნველყოფს 710 კადრის გადაღებას ერთ სრულ დატენვაზე. ფოტოაპარატს აგრეთვე შეუძლია წამში 10 კადრის გადაღება, აღჭურვილია სენსორული დისპლეით... მოკლედ რომ ვთქვათ, Sony შეეცადა შეექმნა უნივერსალური სრულკადრიანი უსარკო ფოტოაპარატი. 

ტექნიკური მახასიათებლები: 

111.PNG2.PNG3.PNG

ახალი ფოტოაპარატი კომპაქტური და მსუბუქია (იწონის 650 გრამს ბატარეისა და მეხსიერების ბარათის ჩათვლით), თუმცა Planar T* FE 50mm f/1.4 ობიექტივის დამატებისას გარკვეული დისბალანსი იგრძნობა - პტიკა საკმაოდ მძიმეა კამერისთვის. ამ ნიუანსის კორექტირება შესაძლებელია დამატებითი კვების ბლოკის მიერთებით. 

image.jpeg

წინა პანელზე განთავსებულია ბაიონეტი, ობიექტივის გამხსნელი ღილაკი, id transmitter-ი და განათება ავტოფოკუსისთვის. 

image.jpeg

 

მარჯვენა ნაწილში განთავსებულია მეხსიერების ბარათის სათავსო, რომელიც იხსნება პატარა ბერკეტით. ზედა სლოტი განკუთვნილია Memory Stick-ისა და SD ბარათებისთვის, ქვედა სლოტი -  მხოლოდ SD-სთვის. აქვე გვაქვს NFC (Near field communication) კონტაქტური პედი. 

image.jpeg

 

კამერის მარცხენა ნაწილში თავმოყრილია სამ ჯგუფად დაყოფილი ყველა ინტერფეისი, თითოეული მათგანი დახურულია პლასტმასის თავსახურით. პირველი: სინქროკონექტორი შიდა განათებით და მინი ჯეკი მიკროფონისთვის. მეორე: მინი ჯეკი ყურსასმენებისთვის და microHDMI. მესამე: – USB Type-С (USB 3.0) და microUSB. ფოტოკამერის დასატენად  და ფაილების კომპიუტერში გადასატანად შესაძლებელია ორივე მათგანის გამოყენება. 

image.jpeg 

ფოტოაპარატის ზედა ნაწილში განთავსებული დინამიკი, სტერეომიკროფონი და მართვის ორგანოების ჯგუფი: სამუშაო რეჟიმების ასარჩევი კლასიკური სელექტორი, ექსპოკორექტორი, ჩართვა-გამორთვის ღილაკები.  

image.jpeg 

უკანა პანელზე გვაქვს LCD დისპლეი, მის ზემოთ - ელექტრონული ვიდეომძებნელის ოკულარი მოახლოების სენსორით. აქვეა მართვის სხვადასხვა ორგანოები: სამი პროგრამირებადი ღილაკი, მთავარ მენიუში შესასვლელი და ვიდეოჩანაწერის გაშვების ღილაკები, ავტოფოკუსის სააქტივაციო, მასშტაბის გასაზრდელი ან შემამცირებელი ღილაკები, ჯოისტიკი, სანავიგაციო დეტალი და ღილაკი კადრების ნახვისთვის ან წაშლისთვის. 

image.jpeg 

ქვედა ნაწილში განთავსებულია ბატარეის სათავსო და შტატივის ბუდე. ისინი საკმაოდ დაშორებულია ერთმანეთისგან, რათა ფოტოგრაფს ჰქონდეს ბატარეასთან წვდომის საშუალება შტატივის გამოყენებისას. 

image.jpeg 

ფოტოაპარატის მენიუ მეტად მრავალფეროვანია - Sony α7 III გათვლილია უფრო მეტად პროფესიონალებზე, ვიდრე უბრალო მოყვარულებზე. ერთი და იმავე ღილაკების მეშვებით შესაძლებელია სხვადასხვა ფუნქციების გააქტიურება  ფოტო/ვიდეო გადაღებების რეჟიმში და უკვე გადაღებული კადრების დათვალიერებისას - ეს მეტად მოსახერხებელია.  

უნდა ითქვას რომ 3 დუიმიანი დიაგონალის მქონე LCD დისპლეი 921 600 პიქსელით -

არც ისე შთამბეჭდავია თანამედროვე საზომებით. დისპლეის აქვს სენსორული ზედაპირი - ეს კი ნამდვილად პროგრესია წინა მოდელთან შედარებით. ძალიან მოსახერხებელია ის, რომ დისპლეის შეუძლია იმუშაოს თაჩპედის რეჟიმში. 

image.jpeg 

 

image.jpeg 

მარცხნივ: კადრი ჩვეულებრივი გაფართოებით, მარჯვნივ: 100%-იანი crop- 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.