Jump to content

Recommended Posts

Posted

Microsoft Surface Book 2 

(1199 $.  Microsoft) 

image.jpeg

როდესაც საქმე ეხება Windows ლეპტოპებს, საუკეთესო არჩევანია Microsoft Surface Book 2- სუპერ ძლიერი და უნივერსალური ლეპტოპი,  რომელიც ხელმისაწვდომია როგორც 13 დუიმიანი, ასევე 15 დუიმიანი კონფიგურაციით. 

ეს ლეპტოპი განკუთვნილია მათთვის, ვინც აფასებს სიძლიერესა და უნივერსალურობას, ვინც უპირატესობას ანიჭებს ფორმ-ფაქტორ ლეპტოპებსა და პლანშეტებს. 

დადებითი მხარეები: 

  • შესანიშნავი ხარისხი; 

  • მაღალმწარმოებლურობა; 

  • გამძლე ბატარეა; 

უარყოფითი მხარეები: 

  • სიძვირე; 

  • არ აქვს Thunderbolt 3-ისა და eGPU-ს მხარდაჭერა. 

Surface Pro  

(799 $. Microsoft) 

image.png

შესანიშნავი, შედარებით იაფი ვარიანტი მათთვის, ვისაც ხელი არ მიუწვდება Surface Book-ზე. 

Surface Pro-ს გააჩნია 12 დუიმიანი დისპლეი 2736 x 1842 3: 2 გაფართოებით, მეშვიდე თაობის Intel Core M3, i5 ან i7 პროცესორები, 16 გბ-მდე ოპერატიული მეხსიერება და 512 გბ-იანი SSD, ასე რომ, მისი შეძენა ნამდვილად კარგი გადაწყვეტილებაა.  

HP ENVY x2 

(999 $. Amazon) 

image.jpeg

ეს არის ლამაზი დიზაინის მქონე პლანშეტი ხანგრძლივად მუშაობის ბატარეით. თუკი ეძებთ პლანშეტს Windows 10-ით, HP ENVY x2 მშვენიერი არჩევანია. იმის წყალობით, რომ ARM-ზე მუშაობს, პლანშეტის აქტიური და პასიური რეჟიმი iPad-ის მსგავსია და შეუძლია იმუშაოს პასიურ რეჟიმში 20 დღემდე, ერთი სრული დატენვის შემდეგ.  

Mini ASUS ტრანსფორმერი 

(240 $. Microsoft) 

image.jpeg

ბიუჯეტური პლანშეტი, რომელიც ტრანსფორმირდება ლეპტოპად. 

მომხმარებლებს, რომლებსაც მოსწონთ Surface Pro-ს დიზაინი, არც Transformer Mini ASUS-ი დატოვებს გულგრილს. კლავიატურისა და თაჩპადის ფიქსაციისთვის მას აქვს ისეთივე სადგამი, როგორც Surface-ს, რაც გამოსაყენებლად კომფორტულია ელექტრონული ფანქრით მუშაობის დროსაც. 

პლანშეტს აქვს 10,1 დუიმიანი სენსორული დისპლეი 1280 x 800 გაფართოებით. პანელის ზედა ნაწილში განთავსებულია ფრონტალური კამერა. შინაგან კომპონენტებს რაც შეეხება, აქვს Intel Atom x5-Z8350 პროცესორი, 4 გბ-იანი RAM და 64 გბ-იანი eMMC მესხიერება. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.