Magdalena Posted October 2, 2018 Posted October 2, 2018 Microsoft Surface Book 2 (1199 $. Microsoft) როდესაც საქმე ეხება Windows ლეპტოპებს, საუკეთესო არჩევანია Microsoft Surface Book 2- სუპერ ძლიერი და უნივერსალური ლეპტოპი, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც 13 დუიმიანი, ასევე 15 დუიმიანი კონფიგურაციით. ეს ლეპტოპი განკუთვნილია მათთვის, ვინც აფასებს სიძლიერესა და უნივერსალურობას, ვინც უპირატესობას ანიჭებს ფორმ-ფაქტორ ლეპტოპებსა და პლანშეტებს. დადებითი მხარეები: შესანიშნავი ხარისხი; მაღალმწარმოებლურობა; გამძლე ბატარეა; უარყოფითი მხარეები: სიძვირე; არ აქვს Thunderbolt 3-ისა და eGPU-ს მხარდაჭერა. https://bit.ly/2IwcIlW Surface Pro (799 $. Microsoft) შესანიშნავი, შედარებით იაფი ვარიანტი მათთვის, ვისაც ხელი არ მიუწვდება Surface Book-ზე. Surface Pro-ს გააჩნია 12 დუიმიანი დისპლეი 2736 x 1842 3: 2 გაფართოებით, მეშვიდე თაობის Intel Core M3, i5 ან i7 პროცესორები, 16 გბ-მდე ოპერატიული მეხსიერება და 512 გბ-იანი SSD, ასე რომ, მისი შეძენა ნამდვილად კარგი გადაწყვეტილებაა. https://bit.ly/2xVh5Tu HP ENVY x2 (999 $. Amazon) ეს არის ლამაზი დიზაინის მქონე პლანშეტი ხანგრძლივად მუშაობის ბატარეით. თუკი ეძებთ პლანშეტს Windows 10-ით, HP ENVY x2 მშვენიერი არჩევანია. იმის წყალობით, რომ ARM-ზე მუშაობს, პლანშეტის აქტიური და პასიური რეჟიმი iPad-ის მსგავსია და შეუძლია იმუშაოს პასიურ რეჟიმში 20 დღემდე, ერთი სრული დატენვის შემდეგ. https://amzn.to/2yab3ho Mini ASUS ტრანსფორმერი (240 $. Microsoft) ბიუჯეტური პლანშეტი, რომელიც ტრანსფორმირდება ლეპტოპად. მომხმარებლებს, რომლებსაც მოსწონთ Surface Pro-ს დიზაინი, არც Transformer Mini ASUS-ი დატოვებს გულგრილს. კლავიატურისა და თაჩპადის ფიქსაციისთვის მას აქვს ისეთივე სადგამი, როგორც Surface-ს, რაც გამოსაყენებლად კომფორტულია ელექტრონული ფანქრით მუშაობის დროსაც. პლანშეტს აქვს 10,1 დუიმიანი სენსორული დისპლეი 1280 x 800 გაფართოებით. პანელის ზედა ნაწილში განთავსებულია ფრონტალური კამერა. შინაგან კომპონენტებს რაც შეეხება, აქვს Intel Atom x5-Z8350 პროცესორი, 4 გბ-იანი RAM და 64 გბ-იანი eMMC მესხიერება. https://bit.ly/2Ix11vw https://www.windowscentral.com/best-2-1-laptops Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.