Jump to content

Recommended Posts

Posted

                          image.jpeg

iPhone Xs-ისა   Xs Max-ის ზოგიერთი მომხმარებელი აღმოჩნდა სმარტფონის დატენვის პრობლემის წინაშე. Lightning კვების სადენთან მიერთებისას სმარტფონები არ ექვემდებარება დატენვას. 

შესაძლოა, ხსენებული პრობლემა არ არის მასობრივი, ამიტომაც, მოცემულ მომენტში მომხმარებლებისთვის არ შემოუთავაზებიათ მისი მოგვარების ეფექტური საშუალება. Apple არ იძლევა კომენტარებს აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით. 

  • პრობლემების ჩამონათვალი, რომელიც დაფიქსირდა iPhone Xs-ისა და Xs Max-ის მფლობელების მიერ:   

1. ორიგინალ  Lightning სადენთან მიერთებისას სმარტფონი არ იტენება. 

2.დატენვა მიმდინარეობს, თუმცა მეტისმეტად სუსტად. სმარტფონის დასატენად ხანგრძლივი დროა საჭირო, დატენვის პროცესში ტელეფონის მოხმარებისას კი საერთოდ მინიმუმამდე დადის დატენვის სიჩქარე. 

 3.სმარტფონი გამოსცემს ხმას და დისპლეიზე ჩნდება მაჩვენებელი, რომ დატენვა დასრულდა, თუმცა ბატარეის ენერგიის ხარჯვა მაინც გრძელდება. 

ზოგიერთი მომხმარებელი აღნიშნავს, რომ დატენვასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარება შესაძლებელია ბლოკირების ეკრანზე ორჯერ დაჭერით, თუმცა, ეს საშუალება მხოლოდ დაზარალებულ მომხმარებელთა ნაწილისთვისაა ეფექტური. 

ჯერ კიდევ უცნობია, რა არის დატენვასის პრობლემების მიზეზი, არის თუ არა ეს ხარვეზი პროგრამული დეფექტი. ნებისმიერ შემთხვევაში, უცნაური და არასასიამოვნოა, რომ გამოყენებისთანავე შეექმნათ პრობლემები მომხმარებლებს, რომელთაც ამხელა ფასი გადაიხადეს „ახლადგამომცხვარ“ iPhone-ებში.  

აქვე, უნდა გვახსოვდეს, რომ რაც უნდა მაღალი ღირებულების იყოს მოწყობილობა, არასოდეს გვაქვს უნაკლო მუშაობისა და შესაძლებლობების გარანტია. ნებისმიერი კომპანიის წარმოებულ პროდუქტს შეიძლება აღმოაჩნდეს რაიმე სახის პრობლემ. მნიშვნელოვანია, რომ გავითვალისწინოთ არა ის, თუ რამდენი და რა ტიპის შეცდომა დაუშვა მწარმოებელმა, არამედ ის, თუ როგორ ებრძვის იგი შექმნილ პრობლემებს. 

overclockers.ru

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.