Jump to content

Recommended Posts

Posted

გაფუჭებულმა სავაჭრო ურთიერთობებმა აშშ-სა და ჩინეთს შორის შესაძლოა გამოიწვიოს ვიდეო ბარათების წარმოების ეტაპობრივი გადატანა ჩინეთიდან აშშ-ში, აგრეთვე მათზე ფასის მატება. ამის შესახებ იტყობინება ინტერნეტ-პორტალი  CNBC,  - NVIDIA- ს პრესსამსახურის კომენტარის საფუძველზე. ბოლო პერიოდში კომპანია მრავალი საკითხის გადაწყვეტის პრობლემის წინაშე აღმოჩნდა, რაც გამოწვეულია ამერიკის მთავრობის გადაწყვეტილებით - მოხდეს ჩინეთში წარმოებული ფართო სპექტრის პროდუქტების წარმოების გადატანა აშშ-ში. პირველ ეტაპზე  იგეგმება წარმოების 10, შემდეგ კი 25 %-ის გადატანა (2019 წლის 1 იანვრიდან). პროდუქციაში იგულისხმება მიკროელექტრონიკა და, მათ შორის, რა საკვირველია, გრაფიკული ამჩქარებლებიც. 

image.jpeg

„მიმდინარე მოვლენები კონკრეტულად ჩვენზე ნაკლებ გავლენას ახდენს,- აცხადებს NVIDIA-ს პრეს-სპიკერი. - უამრავმა ჩვენმა AIB-პარტნიორმა გადაიტანა თავიანთი ვიდეო ბარათების აწყობის პროცესი ტაივანსა და მექსიკაში -  ქვეყნებში, რომელზეც არ ვრცელდება საბაჟო ბეგარების დაწესება“. 

image.png

NVIDIA-ს წარმომადგენლობის მიერ ნახსენები სიტყვა „აწყობა“ გამოხატავს ცვლილებების არსს: ჩინეთში წარმოებული ვიდეო ბარათები იგზავნება ტაივანსა და მექსიკაში წარმოების ფინალური სტადიისთვის. მაგალითად, ხსნენებულ ქვეყნებში მოხდება გაგრილების სისტემის დაყენება, გაყიდვებისწინა ტესტირებები და მზა პროდუქციის შეფუთვა. აღნიშნული ქმედებები ერთი შეხედვით უმნიშვნელო ჩანს, თუმცა, ართულებს ლოჯისტიკას, ზრდის ბაზარზე გამოსვლის ვადებს და საჭიროებს უფრო მაღალანაზღაურებად შრომით პერსონალს, ვიდრე ჩინეთში იყო საჭირო.  

image.jpeg

ამერიკული ბაზარი მეტად მნიშვნელოვანია NVIDIA-ს AIB-პარტნიორებისთვის, ასე რომ, დიდი ალბათობით, დამატებითი ხარჯები ტვირთად დააწვება არამარტო ამერიკელ, არამედ სხვა ქვეყნის მომხმარებლებსაც. Bank of America-ს შეფასების თანახმად, მოსალოდნელია უახლოეს თვეებში NVIDIA GeForce RTX 20 ვიდეო ბართებზე ფასის ზრდა 5-დან 10 %-მდე, და ეს ყველაფერი მოხდება კრიპტოვალუტების ბაზარზე არსებული დროებითი სიმშვიდის ფონზე. 

NVIDIA-სგან განსხვავებით, რომლის შემოსავლის 60% მოდის GeForce-ს ვიდეო ბარათებსა და გრაფიკულ ბირთვებზე, AMD-ს Radeon ბიზნესი ნაკლებადაა დამოკიდებული აშშ-ის მხრიდან მსგავს გადაწყვეტილებებზე. ამიტომ, მიმიდნარე მოვლენებთან დაკავშირებით, ამ კომპანიის წარმომადგენლების კომენტარები გაცილებით ოპტიმისტურად ჟღერს: „ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენს კლიენტებთან და პარტნიორებთან იმ პოტენციური შედეგების შემსუბუქებისთვის, რაც დაკავშირებულია პროდუქციის საბეგრო გადასახადთან. დღესდღეობით ყველანაირი საფუძველი გვაქვს, რომ ვთქვათ - აშშ-ის ქმედებები ჩინეთთან მიმართებაში, ჩვენს საქმიანობაზე არსებით გავლენას არ მოახდენს“.  

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.