Magdalena Posted September 27, 2018 Posted September 27, 2018 კორპორაცია Microsoft-ი გეგმავს LinkedIn-ის უფრო მეტად ინტეგრირებას Office-ს აპლიკაციებში. მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს ვიხილეთ მისი ნაწილობრივი ინტეგრაცია Word-ში, მოხდება Outlook-ის განახლება, რათა მოიცავდეს მონაცემებს კონტაქტების შესახებ, რომ ხელსაყრელი გახდეს კალენდრის დაგეგმვა, დოკუმენტის გაზიარება და მასზე მუშაობა. Outlook-ის მომხმარებლები მოკლე დროში უკვე შეძლებენ Word-ის, Excel-ისა და PowerPoint-ის დოკუმენტებზე ერთობლივად მუშაობასა და თანაავტორობას LinkedIn-ის კონტაქტებთან ერთად, რაც ნიშნავს სამუშაო დოკუმენტების გაცვლის და თანასაქმიანობის გამარტივებას მეგობრებთან ან კოლეგებთან. ინტეგრაცია აგრეთვე გავრცელდება კორპორატიულ ბიზნეს კატალოგებზეც, რომლებიც დაკავშირებულია LinkedIn-თან. ამ ტიპის ინფორმაციის გარკვეული ნაწილი წვდომადი იყო LinkedIn plugin-ში Outlook Social Connector-ისთვის. ახლა კი კონკრეტულად Outlook-ში მოხდება მისი ჩანერგვა. Microsoft-მა LinkedIn-ი შეიძინა ორ წელზე მეტია 26 მილიარდ დოლარად, და მუდმივად ახდენდა ბიზნესზე ინტეგრირებული პროდუქტის აქტიურად ჩართვას სოციალურ ქსელებში. LinkedIn-ი ძველებურად ფუნქციონირებს როგორც დამოუკიდებელი კომპანია Microsoft-ის შიგნით, ბოლო კვარტალში მისმა შემოსავალმა 1,4 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 37 %-ით მეტია წინა წლის შემოსავალთან შედარებით. www.theverge.com 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.