Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანიებმა განაცხადეს ერთმენეთთან პარტნიორობის შესახებ, რომელიც გამოიხატება მომხმარებლებისთვის შეძენის პროცესის გამარტივებაში. კერძოდ, Snapchat-ის კამერის საშუალებით მომხმარებლებს შეუძლიათ მიუთითონ კონკრეტულ პროდუქტზე ან მის შტრიხ-კოდზე და იგი გადამისამართდება Amazon-ის pop-up ბარათზე. შემდეგი ნაბიჯი იქნება პროდუქტის მონაცემების ჩატვირთვა Amazon-ის აპლიკაციაზე ან Amazon.com-ზე და შეკვეთის გაფორმება. 

                               image.jpeg

მომხმარებელმა უბრალოდ უნდა ჩართოს კამერა და გარკვეული დროით დააჭიროს კამერის ეკრანს, რათა გააქტიურდეს ეს ფუნქცია. ჯერჯერობით ცნობილი არ არის, რა შემოსავალს მიიღებს Snap-ი გაყიდვებიდან, კომპანიის წარმომადგენლის თქმით, მას არ აქვს უფლება ამ ეტაპზე, გაგვიზიაროს დეტალები შემოსავალთან დაკავშირებით. ჯერჯერობით Snap-ისა და  Amazon-ის ერთობლივი ფუნქციით სარგებლობა მხოლოდ აშშ-ის მაცხოვრებელთან გარკვეულ ნაწილს შეუძლია. 

                                      image.jpeg

Snap-ს მუდმივად ჰქონდა მცდელობები - მეტი ფუნქციონალურობა მიენიჭებინა თავისი კამერისთვის. და რაც მნიშვნელოვანია, ეს არის პარტნიორიბის შედეგი შემოსავლის თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, თუკი Snap-ი ყოველ გაყიდულ პროდუქტზე Amazon-ისგან შემოსავალს მიიღებს, ეს დაეხმარება კომპანიას, აუცილებელი კაპიტალის მობილიზებაში. აქვე აღვნიშნავთ, რომ Snap-ის აქციებმა მომდინარე თვის დასაწყისში რეკორდულ მინიმუმს მიაღწია. 

 

 

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.