Magdalena Posted September 26, 2018 Posted September 26, 2018 კომპანიებმა განაცხადეს ერთმენეთთან პარტნიორობის შესახებ, რომელიც გამოიხატება მომხმარებლებისთვის შეძენის პროცესის გამარტივებაში. კერძოდ, Snapchat-ის კამერის საშუალებით მომხმარებლებს შეუძლიათ მიუთითონ კონკრეტულ პროდუქტზე ან მის შტრიხ-კოდზე და იგი გადამისამართდება Amazon-ის pop-up ბარათზე. შემდეგი ნაბიჯი იქნება პროდუქტის მონაცემების ჩატვირთვა Amazon-ის აპლიკაციაზე ან Amazon.com-ზე და შეკვეთის გაფორმება. მომხმარებელმა უბრალოდ უნდა ჩართოს კამერა და გარკვეული დროით დააჭიროს კამერის ეკრანს, რათა გააქტიურდეს ეს ფუნქცია. ჯერჯერობით ცნობილი არ არის, რა შემოსავალს მიიღებს Snap-ი გაყიდვებიდან, კომპანიის წარმომადგენლის თქმით, მას არ აქვს უფლება ამ ეტაპზე, გაგვიზიაროს დეტალები შემოსავალთან დაკავშირებით. ჯერჯერობით Snap-ისა და Amazon-ის ერთობლივი ფუნქციით სარგებლობა მხოლოდ აშშ-ის მაცხოვრებელთან გარკვეულ ნაწილს შეუძლია. Snap-ს მუდმივად ჰქონდა მცდელობები - მეტი ფუნქციონალურობა მიენიჭებინა თავისი კამერისთვის. და რაც მნიშვნელოვანია, ეს არის პარტნიორიბის შედეგი შემოსავლის თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, თუკი Snap-ი ყოველ გაყიდულ პროდუქტზე Amazon-ისგან შემოსავალს მიიღებს, ეს დაეხმარება კომპანიას, აუცილებელი კაპიტალის მობილიზებაში. აქვე აღვნიშნავთ, რომ Snap-ის აქციებმა მომდინარე თვის დასაწყისში რეკორდულ მინიმუმს მიაღწია. www.theverge.com 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.