Magdalena Posted September 26, 2018 Posted September 26, 2018 Microsoft-მა მოახდინა Surface Hub 2-ის დემონსტრირება Microsoft Ignite კონფერენცის დროს და გაამხილა რამოდენიმე პროგრამა, რაც გამოიყენება ამ სიახლესთან დაკავშირებით. Microsoft-ის დემონსტრაცია მოიცავდა 50 დუიმიანი დისპლეის ჩვენებას, რათა ეჩვენებინა, როგორ მოძრაობს კონტენტი დისპლეიზე ბრუნვის დროს. ეს არის ახალი ოპერაციული სისტემის Windows Core OS (WCOS)-ის ნაწილი, რომელიც Microsoft-ის ძალისხმევით გამოყენებულია უფრო მეტად „ჭკვიან“ მოწყობილობებსა და რეჟიმებში. მრავალი წლის განმავლობაში Microsoft-ი მუშაობს WCOS-სა და მის შემადგენელ (C-Shell)-ზე, და ამ ძალისხმევამ საშუალება მისცა კორპორაციას, შეექმნა ახალი მოწყობილობა. Surface Hub 2 აპარატული უზრუნველყოფის ახალი ტიპის კარგი მაგალითია, იგივე ეხება ჯერჯერობით დაუზუსტებელ ინფორმაციას კიდევ ერთი სიახლის - Microsoft Andromeda-ს შესახებ. დემონსტირებისას ასევე ნაჩვენები იყო, როგორ შეძლებს Surface Hub 2-ზე ერთდროულად რამოდენიმე მომხმარებელი მუშაობას და დოკუმენტებში ცვლილებების შეტანას თითის ანაბეჭდების წამკითხველი სენსორების საშუალებით. დისპლეიზე შესაძლებელია ერთდროულად რამოდენიმე დოკუმენტის გახსნა და მათზე მუშაობა. Microsoft-მა განაცხადა, რომ კომპანიამ ცვლილებები შეიტანა Surface Hub 2-ის აპარატულ უზრუნველყოფაში. ახალი Surface Hub 2S 4K კამერითა და edge-to-edge დისპლეით მომავლ წელს გამოჩნდება, თუმცა ახალი პროგრამული უზრუნველყოფა და შთამბეჭდავი ფუნქციების განახლებები 2020 წლამდე არ იქნება. Microsoft-ი გეგმავს 2020 წლისთვის პროგრამული უზრუნველყოფის განახლებას მოწყობილობაში Surface Hub 2X, რომელსაც ექნება სპეციალური პროცესორ კარტრიჯი უკანა მხარეს - როგორც აპარატული, ისე პროგრამული განახლებების უზრუნველყოფისთვის. კორპორაციას ჯერჯერობით არ გაუმხელია, თუ როდიდან გახდება ხელმისაწვდომი Surface Hub 2-ი და რა ფასად. www.theverge.com 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.