Magdalena Posted September 25, 2018 Posted September 25, 2018 კომპანია Sony წარმოგვიდგენს ახალ სათამაშო კონსოლს PlayStation Classic-ს - მეოთხედი საუკუნის წინ გამოჩენილი ორიგინალი PlayStation კონსოლის შემცირებულ ვერსიას. სიახლე იმეორებს კლასიკური PlayStation მოდელის გარეგნულ იერსახეს, ამასთან, იგი 34%-ით უფრო კომპაქტურია. კონსოლის კომპლექტში შედის ორი ჯოისტიკი. მოწყობილობა ტელევიზორს უკავშირდება HDMI სადენის მეშვეობით, თვითონ კონსოლი და მანიპულატორები გადაწყვეტილია რუხ ფერში. კომპლექტში აგრეთვე შედის USB კაბელი. Sony PlayStation Classic-ი წარმოდგენილი იქნება უკვე დაყენებული თამაშებით, მათში შედის ისეთი პოპულარული თამაშები, როგორებიცაა Final Fantasy VII, Jumping Flash, Ridge Racer Type 4, Tekken 3, Wild Arms და ა.შ აღსანიშნავია, რომ მოწყობილობის მეხსიერებაში ჩატვირთული თამაშები გაეშვება ორიგინალ ფორმატში. Sony PlayStation Classic-ის საორიენტაციო ღირებულება 100 $-ია, გაყიდვა დაიწყება მიმდინარე წლის 3 დეკემბრიდან. დავამატებთ, რომ PlayStation-ის ორიგინალი კონსოლი გამოვიდა იაპონიაში 1994 წლის 3 დეკემბერს. აშშ-ში კონსოლი 1995 წლის 9 სექტემბერს გამოჩნდა, ეროპაში კი - 1995 წლის 29 სექტემბერს. კონსოლების გაყიდვის მაჩვენებელმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით მიაღწია 100 მილიონ ერთეულს. https://3dnews.ru/975619 1 2 Quote
bekuna Posted September 25, 2018 Posted September 25, 2018 100 $ კამფეტი ფასია გაიხსენებდა კაცი ბავშვობას :D რა თამაშები მოყვება ნეტა Quote
maxoooooo Posted September 26, 2018 Posted September 26, 2018 აუ ძააან მაგარია... უეჭველი უნდა ვიყიდო. Quote
Eip Ococh Posted October 1, 2018 Posted October 1, 2018 დაენანათ ანალოგიანი ჯოისტიკების ჩადება? კიდეკაი მაქვს სადღაც მგონი Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.