Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Sony წარმოგვიდგენს ახალ სათამაშო კონსოლს PlayStation Classic-ს - მეოთხედი საუკუნის წინ გამოჩენილი ორიგინალი PlayStation კონსოლის შემცირებულ ვერსიას. 

                                                   image.jpeg

სიახლე იმეორებს კლასიკური PlayStation მოდელის გარეგნულ იერსახეს, ამასთან, იგი 34%-ით უფრო კომპაქტურია. კონსოლის კომპლექტში შედის ორი ჯოისტიკი. 

მოწყობილობა ტელევიზორს უკავშირდება HDMI სადენის მეშვეობით, თვითონ კონსოლი და მანიპულატორები გადაწყვეტილია რუხ ფერში. კომპლექტში აგრეთვე შედის USB კაბელი. 

                                                                image.jpeg

Sony PlayStation Classic-ი წარმოდგენილი იქნება უკვე დაყენებული თამაშებით, მათში შედის ისეთი პოპულარული თამაები, როგორებიცაა Final Fantasy VII, Jumping Flash, Ridge Racer Type 4, Tekken 3, Wild Arms და ა.შ 

აღსანიშნავია, რომ მოწყობილობის მეხსიერებაში ჩატვირთული თამაშები გაეშვება ორიგინალ ფორმატში. 

                                               image.jpeg

Sony PlayStation Classic-ის საორიენტაციო ღირებულება 100 $-ია, გაყიდვა დაიწყება მიმდინარე წლის 3 დეკემბრიდან. 

დავამატებთ, რომ PlayStation-ის ორიგინალი კონსოლი გამოვიდა იაპონიაში 1994 წლის 3 დეკემბერს. აშშ-ში კონსოლი 1995 წლის 9 სექტემბერს გამოჩნდა, ეროპაში კი - 1995 წლის 29 სექტემბერს. კოსოლების გაყიდვის მაჩვენებელმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით მიაღწია 100 მილიონ ერთეულს. 

  • Like 1
  • Upvote 2
Posted

100 $  კამფეტი ფასია გაიხსენებდა კაცი ბავშვობას :D

რა თამაშები მოყვება ნეტა :givi:

Posted

აუ ძააან მაგარია... უეჭველი უნდა ვიყიდო. :(

Posted

ტეკენი და ფიფა 100% იქნება :D

Posted

დაენანათ ანალოგიანი ჯოისტიკების ჩადება? კიდეკაი მაქვს სადღაც მგონი ?

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.