Jump to content

Recommended Posts

Posted

ამერიკულმა კომპანიამ Micron Technology-მ გამოაქვეყნა 2018 წლის მეოთხე კვარტლის ფინანსური ანგარიში (მოიცავს პერიოდს ივნისიდან აგვისტომდე). ისევე, როგორც მიმდინარე ფისკალური წლის წინა სამ კვარტალში, კომპანიამ ახალი რეკორდი დაამყარა შემოსავლების თვალსაზრისით. ამაში კომპანიას ხელი შეუწყო DRAM-ისა და NAND-ის მაღალმა ფასებმა, რასაც კომპანია არ უარყოფს. 

                                                    image.jpeg

კვარტალურმა შემოსავალმა ანალიტიკოსების მოლოდინს გადააჭარბა და მიაღწია 8, 44 მილიარდ დოლარს. წელიწადში ეს მაჩვენებლი 38 %-ით გაიზარდა, წინა მაჩვენებელთან შედარებით კი  8%-ით: მესამე კვარტალშ შემოსავალი შედაგენდა 7,8 მილიარდ დოლარს. მეოთხე კვარტალში კომპანიის სუფთა მოგება 4,33 მილიარდი დოლარია, მესამე კვარტლისა- 3,82 მლრდ დოლარი. გაულ წელს ეს მაჩვენებლი 2,36 მილიარდი იყო. მთლიანი კვარტალური მოგება ასევე გაიზარდა 60,6%-დან 61 %-მდე. 

მთელი ფინანსური 2018 წლის განმავლობაში კომპანია Micron Technology-მ შემოსავალი 30,39 მილიარდით გაზარდა (თითქმის 50%-ით წინა წელთან შედარებით), რამაც კომპანია სიდიდით მეორედ აქცია აშშ-ში წარმოების მიმართულებით (პირველ ადგილას Intel-ი იკავებს). 2018 წლის სუფთა მოგებამ 14,7 მილიარდი შეადგინა, წინა წლის 5 მილიარდ დოლართან შედარებით ეს მნიშვნელოვანი სხვაობაა, რომლის მიღწევაშიც მთავარი როლი მეხსიერებაზე მაღალმა ფასებმა შეასრულა.  

  • Like 1
  • Upvote 1
Posted

ვიდეობარათების უმეტესი ნაწილი მაგის მეხსიერებაზეა და გაუჭირდებოდა კი :givi: 

 

Untitled.png

  • Haha 1

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.