Magdalena Posted September 24, 2018 Posted September 24, 2018 ამერიკულმა კომპანიამ Micron Technology-მ გამოაქვეყნა 2018 წლის მეოთხე კვარტლის ფინანსური ანგარიში (მოიცავს პერიოდს ივნისიდან აგვისტომდე). ისევე, როგორც მიმდინარე ფისკალური წლის წინა სამ კვარტალში, კომპანიამ ახალი რეკორდი დაამყარა შემოსავლების თვალსაზრისით. ამაში კომპანიას ხელი შეუწყო DRAM-ისა და NAND-ის მაღალმა ფასებმა, რასაც კომპანია არ უარყოფს. კვარტალურმა შემოსავალმა ანალიტიკოსების მოლოდინს გადააჭარბა და მიაღწია 8, 44 მილიარდ დოლარს. წელიწადში ეს მაჩვენებელი 38 %-ით გაიზარდა, წინა მაჩვენებელთან შედარებით კი 8%-ით: მესამე კვარტალში შემოსავალი შედაგენდა 7,8 მილიარდ დოლარს. მეოთხე კვარტალში კომპანიის სუფთა მოგება 4,33 მილიარდი დოლარია, მესამე კვარტლისა- 3,82 მლრდ დოლარი. გასულ წელს ეს მაჩვენებლი 2,36 მილიარდი იყო. მთლიანი კვარტალური მოგება ასევე გაიზარდა 60,6%-დან 61 %-მდე. მთელი ფინანსური 2018 წლის განმავლობაში კომპანია Micron Technology-მ შემოსავალი 30,39 მილიარდით გაზარდა (თითქმის 50%-ით წინა წელთან შედარებით), რამაც კომპანია სიდიდით მეორედ აქცია აშშ-ში წარმოების მიმართულებით (პირველ ადგილას Intel-ი იკავებს). 2018 წლის სუფთა მოგებამ 14,7 მილიარდი შეადგინა, წინა წლის 5 მილიარდ დოლართან შედარებით ეს მნიშვნელოვანი სხვაობაა, რომლის მიღწევაშიც მთავარი როლი მეხსიერებაზე მაღალმა ფასებმა შეასრულა. https://3dnews.ru/975758 1 1 Quote
Gogla1990 Posted September 24, 2018 Posted September 24, 2018 ვიდეობარათების უმეტესი ნაწილი მაგის მეხსიერებაზეა და გაუჭირდებოდა კი 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.