Jump to content

Recommended Posts

Posted

                                       image.jpeg

Family Link-ი, Google-ის მიერ მშობლებისთვის შემოთავაზებული საკონტროლო ცენტრი ფუნქციონირებს გასული წლიდან და შექმნილია იმ მიზნით, რომ 13 წლამდე ასაკის ბავშვებს შეექმნათ Google-ის საკუთარი ექაუნთი, რომელსაც გამოიყენებდნენ მშობლების ნაწილობრივი ზედამხედველობის ქვეშ. Family Link-ი საშუალებას აძლევს მშობლებს დააყენონ განსაზღვრული ლიმიტი შვილების კუთვნილ მოწყობილობის მოხმარებაზე, დაბლოკონ სმარტფონი შესვენებების, სადილის და ა.შ. დროს, დაადასტურონ ან დაბლოკონ Play Store-დან ჩამოტვირთული კონკრეტული აპლიკაციები და აკონტროლონ თავიანთი შვილების ადგილმდებარეობა მოწყობილობის საშუალებით. ეს ფუნქციები ხელმისაწვდომი გახდება უახლოეს დროში Android-ის ბაზაზე მოქმედი სმარტფონებისთვის და მალე ვიხილავთ Chromebook-ებშიც. 

                                                         image.jpeg

Family Link-ით სარგებლობა შეუძლია ყველას, ვისაც Google-ის ექაუნთი აქვს, ასე რომ, მისი ფუნქციების გაფართოება ნებისმიერი ასაკის კატეგორიის მომხმარებლებს წაადგება, დაწყებული მცირეწლოვნებიდან - დამთავრებული ხანდაზმული ასაკის მომხმარებლებით. Family Link-ი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ონლაინ რეჟიმში აკონტროლონ თავიანთი ოჯახის წევრების უსაფრთხოება. თუკი მომხმარებელი 13 წელზე მეტი ასაკისაა, საჭიროა ორივე მხარის (საკონტროლოს და მაკონტროლებლის) თანხმობა მონიტორინგის დასაწყებად. თუკი მოზaრდი არ ეთანხმება პირობებს, ეს იწვევს სმარტფონის 24 საათით დაბლოკვას. 

                                       image.png

ამ დრომდე მშობლებს შეეძოთ შვილების სმარტფონების დაბლოკვა თავიანთი სმარტფონიდან Family Link-ის აპლიკაცის მეშვეობით, თუმცა ახლა უკვე იმავეს გაკეთებ შესაძლებელია ხმოვანი ბრძანებითაც Google Assistant-ის საშუალებით. უბრალოდ შეგიძლიათ თქვათ: „ჰეი Google, დაბლოკე ჯონის სმარტფონი“, და ხუთი წუთის შემდეგ ჯონის მოწყობილობა იბლოკება. 

განახლებულ Google Assistant-ს აგრეთვე გააჩნია family-friendly კონტენტი, შეუძლია ექვსი სხვადასხვა ხმის ამოცნობა და თუკი გაიგონებს, რომ მცირეწლოვანი სვავს შეკითხვებს, იგი რეაგირებას მოახდენს მისი ასაკისთვის შესაბამისად.  

Google Assistant-ის ახალი ფუნქციები მომავალი კვირიდან გახდება ხელმისაწვდომი მსოფლიოს ყველა ქვეყნის მომხმარებელთათვის. 

/www.theverge.com

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.