Magdalena Posted September 19, 2018 Posted September 19, 2018 Volkswagen-მა მიზნად დაისახა ელექტრომობილების მასიური წარმოება 2022 წლის ბოლომდე. პირველ ეტაპზე კომპანიას დაგეგმილი აქვს 10 მლნ ელექტრომობილის წარმოება თავის ახალი MEB პლატფორმის ბაზაზე, რომლის სერიული ვარიანტის დემონსტირება მოხდა გასულ ორშაბათს დრეზდენში Gläserne Manufaktur-ის ქარხანაში. 2022 წლის ბოლოსთვის Volkswagen-ის ოთხი ბრენდი, Seat-ის, Audi-სა და Skoda-ს ჩათვლით, გეგმავს გამოუშვას 27 სხვადასხვა ტიპის ელექტრომობილი MEB ბაზაზე, დაწყებული ელექტრომანქანა Volkswagen ID-თ, რომლის წარმოებაც დაიწყება მომავალი წლის ბოლოს გერმანიაში, ცვიკაუს ქარხანაში. „Electric for All“ კამპანიის ფარგლებში, Volkswagen-ი აპირებს 2020 წლისთვის გაყიდოს 150 000 ელექტრომობილი, რომელთა შორის შევა გერმანიაში აწყობილი 100 000 მოდელი -Volkswagen ID. 10 მილიონი მანქანის გამოშვება „პირველ ტალღაზე“ დიდ ეფექტს მოახდენს მწარმოებლურობის მასშტაბებზე. კომპანია Volkswagen-ს დაგეგმილი აქვს 6 მილიარდი ევროს ივენსტირება ელექტრომობილების წარმოებაში, საიდანაც 1,3 მილიარდი ევრო მიმართული იქნება ბრაუნშვეიგეში, ზალცჰიტერსა და კასელში არსებული ქარხნების რეკონსტრუქცია-მოდერნიზებისკენ. 1,2 მილიარდი ევრო იქნება ინვესტირებული ცვიკაუს ქარხანაში. ეს ქარხანა გახდება კომპანიის პირველი და მთავარი ქარხანა, სადაც მოხდება მხოლოდ ელექტრომანქანების აწყობა, აგრეთვე იგი გახდება ევროპაში უმსხვილესი სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი ელექტრომობილების წარმოების სფეროში. https://3dnews.ru/975548 1 1
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now