Jump to content

Recommended Posts

Posted

მცირე ხნის წინ დაანონსებული ThinkSmark Hub 500-ის კვალდაკვალ, Lenovo იმედოვნებს და ცდილობს საკონფერენციო კავშირების ხარისხის დონის ამაღლებას ThinkSmart Hub 700-ის საშუალებით. 

                                                  2.jpg

ახალი მოწყობილობა ისე გამოიყურება, თითქოს თქვენს სამუშაო მაგიდაზე ამოუცნობი მფრინავი ობიექტი ზის, მისი კომიკური დიზაინი უამრავ საინტერესო ტექნიკურ ფუნქციას „მალავს“. მაგალითად, IR (ინფრაწითელი) სენსორები განსაზღვრავენ, როდესაც ადამიანი შედის ოთახში და შეუძლიათ ავტომატურად გააქტიურონ დისპლეი და მოწყობილობა მოქმედების რადიუსში. მოწყობილობა მუშაობს Windows 10 IoT-ზე და განსაკუთრებით ხელსაყრელია მომხმარებლებისთვის, რომელთა ლეპტოპებიც დაბლოკილია სისტემური ადმინისტრატორების მიერ, რაც ართულებს პროგრამული უზრუნველყოფის დაყენება-გაშვებას საკონფერენციო კავშირებისთვის. 

სისტემა ინტეგრირებულია საკონფერენციო კავშირის ისეთ გადაწყვეტილებებთან, როგორებიცაა  Skype for Business, Zoom ან BlueJeans, და დისპლეიზე გამოაქვს კალენდარი, რომელზეც აღნიშნულია მომავალი შეხვედრებისა და ივენთების თარიღები. მომხმარებლებს შეუძლიათ უბრალოდ აირჩიონ სასურველი ივენთი და ღილაკზე ერთი დაჭერით შეუერთდნენ კონფერენციას. ხმის მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს Dolby Audio Speaker სისტემა გაუმჯობესებული დინამიკებით, რომელიც წარმოებულია Dolby-სთან ერთად. 

მოწყობილობის კიდევ ერთი დადებითი მახასიათებელი ის არის, რომ მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც სადენით, ისე უსადენო რეჟიმში და საშუალებას აძლევს მომხმარებლებს დროულად შეუერთდნენ პროცესს ყოველგვარი მაერთებელი პორტების ძებნისა და დროის კარგვის გარეშე.  

მოწყობილობის ღირებულება ჯერჯერობით ცნობილი არ არის, Lenovo-მ განაცხადა, რომ იგი ხელმისაწვდომი 2019 წლის პირველი კვარტალიდან გახდება.  

www.techradar.com

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.