Jump to content

Recommended Posts

Posted

                                                           3.jpg

კომპანია Ford-მა გაავრცელა ცნობები All-wheel-drive Disconnect-ის სისტემის შესახებ, რომელიც ექნება 2019 წლის ქროსოვერ  Edge მოდელს. 

ამ სისტემის განსაკუთრებულობა გამოხატება სისტემაში ხელოვნური ინტელექტის არსებობაში. მუშაობის პროცესში სისტემაში ჩართულია ათობით მაღალტექნოლოგიური სენსორი. კერძოდ, კომპლექტი  ურთიერთქმედებაშია გაწევის კონტროლის სისტემასთან, იღებს მისგან მონაცემებს საბურავების მდგომარეობაზე, ასევე სიგნალებს მოცურების საწინააღმდეგო სისტემის გამართულობაზე (ABS-ზე). ელექტრონული მართვის ბლოკი ასევე ფლობს და აკონტროლებს, მუშაობს თუ არა მინის საწმენდები, მიმაგრებულია თუ არა ავტომობილზე ბუქსირით  რაიმე, და იმასაც კი, რა ტემპერატურაა ავტომობილის ბორტს გარეთ.  

                                                           33.jpg

ელექტრონული „ტვინი“ მომენტალურად განსაზღვრავს, საჭიროა თუ არა კონკრეტულ მომენტში ოთხივე წამყვანის რეჟიმის გამოყენება, ამ გადაწყვეტილების მისაღებად მას სულ რაღაც 10 მილიწამი სჭირდება. გადართვა მონო-რეჟიმიდან სრულ სვლაზე ხორციელდება შეუფერხებლად და მძოლისთვის შეუმჩნევლად. სტანდარტულ ჩვეულებრივ სიტუაციებში ავტომობილი მოძრაობს წინა წამყვანი თვლების რეჟიმში, ხოლო მოძრაობის სირთულიდან გამომდინარე, რომელსაც სისტემა განსაზღვრავს, პროცესში ერთვება უკანა ღერძიც.  

პლატფორმა All-wheel-drive Disconnect-ი იყენებს ლოგიკას, რომლის პრინციპის მიხედვითაც ფუნქციონირებს ნეირონული ქსელი. სისტემა განაპირობებს გაუმჯობესებულ მოჭიდებას გზაზე რთულ პირობებში და უზრუნველყოფს საწვავის მოხმარების შემცირებას მოძრაობის ჩვეულებრივი რეჟიმის დროს. 

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.