Magdalena Posted September 15, 2018 Posted September 15, 2018 Nvidia აადვილებს PC გეიმერებისთვის ოვერქლოქინგს. ახალი ინსტრუმენტი, სახელწოდებით Nvidia Scanner-ი, ხელმისაწვდომი იქნება GeForce RTX 2080-ის ვიდეო ბარათების ბოლო ლაინაფისთვის და უზრუნველყოფს ერთი დაწკაპებით ოვერქლოქინგს. Nvidia გაუშვებს დატვირთვის ტესტს, რათა შემოწმდეს GPU-ს ლიმიტი და ძაბვის მრუდი, რომ გამოვლინდეს, თუკი რაიმე ჩავარდნას აქვს ადგილი. თუ დაინტერესებული ხართ პერსონალურ კომპიუტერზე ოვერქლოქინგით, ტესტირების ფაზა და ინსტრუმენტები შესაძლოა რთულად მოგეჩვენოთ. ოვერქლოქინგი არის რთული და შრომატევადი პროცესი, რაზეც ბევრ მომხმარებელს უარის თქმა უწევს, სირთულიდან გამომდინარე. თუმცა, ახლა უკვე Nvidia Scanner-ი იზრუნებს ტესტირების შესრულებაზე 20 წუთში. Nvidia-მ ოვერქლოქინგის ინსტრუმენტი RTX 2080 GPU-ებისთვის წარადგინა, თუმცა კომპანია ასევე გეგმავს სკანერი ხელმისაწვდომი გახადოს ძველი თაობების გრაფიკული პროცესორებისთვისაც. Nvidia მუშაობს ბარათების სხვა მწარმოებლებთან, როგორებიცაა MSI, Gigabyte, Asus და სხვები, დამატებითი ბარათების მხარდაჭერის მიზნით. www.theverge.com 1
Power_VANO Posted September 16, 2018 Posted September 16, 2018 ახლა მე უნდა დავიწყო რომ აი სადამდე დავეცით ოვერქლოქინგი რას დაამსგავსეს, სქილი აღარ ფასობს და ა.შ.
BL@CKKN1GHT Posted September 21, 2018 Posted September 21, 2018 მივესალმები კარგია ლეპტოპებშია ყველაზე მეტად ეს საჭირო. პირადი გამოცდილებიდან იმხელა მატება აქვს რო რავი დამატებით კიდევ 7 გრადუსი აკლდება ტემპერატურა დაახლოებით რაც ძალიან მაგარია. 1070 ზე მქონდა ლეპტოპი და +10-15FPS (100FPS ფარგლებში) და -8c ძალიან მაგარია, დამატებით კიდევ შეიძლებოდა სტოკ წარმადობა -10c თი. იმედია მალე გამოვა და ვისაც ახალი ბარათებიანი ლეპტოპი აქვს ყველა გააკეთებს რომ აწვალებენ სტოკზე. მაგარი უაზრო პარამეტრები აქვს Nvidiaს გაწერილი ჭირდება თუ არა სულ მაქსიმალური 140W აქვს ძაბვის მოხმარება. მაშინ როცა მცირე ტვიკით როცა არ ჭირდება იკლებს და როცა ჭირდება სრულად იტვირთება
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now