Magdalena Posted September 15, 2018 Posted September 15, 2018 ჩვენ უკვე ვიცით გარეგნულად როგორ გამოიყურება Google-ის ახალი სმარტფონი Pixel 3, ახლა კი უკვე ცნობილი ხდება, თუ რა ფერის მოდელებს წარგვიდგენს Google თავისი ახალი ფლაგმანური ტელეფონების სახით. Droid Life-მა შეამჩნია Google-ის “coming soon“ თიზერ ვებ-გვერდზე Pixel 3-ის სქემა ლოგოტიპით - G. ლოგოტიპზე დაჭერისას სქემა ფერს იცვლის ღია მწვანედ, შავად და თეთრად. მოცემული გვაქვს თეთრ კონტურში მოქცეული მწვანე სივრცე, შავი ტელეფონის შემთხვევაში კი- ნაცრისფერთან კომბინაცია. გასულ წელს გამოსული Pixel 2 წარმოდგენილი იყო თეთრ, შავ და ლურჯ (kinda blue ) ფერებში. ასე რომ, როგორც ჩანს, Google-მა ამჯერადაც არ გადაუხვია სამფერიან მიდგომას. თუკი ელოდით რაიმე მკვეთრი და თვალისმომჭრელი ფერის სმარტფონს Google-სგან, როგორც ჩანს, ამ წელს ვერ იხილავთ. მომავალ წელს კი შესაძლოა გამოვიდეს წითელი Pixel-ი. შეგახსნებთ, რომ Pixel 3-სა და 3 XL-ს Google ოფიციალურად წარადგენს 9 ოქტომბრის ღონისძებაზე. https://www.theverge.com/circuitbreaker/2018/9/14/17860908/google-pixel-3-colors-mint-white-black 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.