Jump to content

Recommended Posts

Posted

                                                        1.jpg

ჩვენ უკვე ვიცით გარეგნულად როგორ გამოიყურება  Google-ის ახალი სმარტფონი Pixel 3, ახლა კი უკვე ცნობილი ხდება, თუ რა ფერის მოდელებს წარგვიდგენს Google თავისი ახალი ფლაგმანური ტელეფონების სახით. 

Droid Life-მა შეამჩნია Google-ის “coming soon თიზერ ვებ-გვერდზე Pixel 3-ის სქემა ლოგოტიპით - G. ლოგოტიპზე დაჭერისას სქემა ფერს იცვლის ღია მწვანედ,  შავად და თეთრად. მოცემული გვაქვს თეთრ კონტურში მოქცეული მწვანე სივრცე, შავი ტელეფონის შემთხვევაში კი- ნაცრისფერთან კომბინაცია.  

                                                           11.jpg

გასულ წელს გამოსული Pixel 2 წარმოდგენილი იყო თეთრ, შავ და ლურჯ (kinda blue ) ფერებში. ასე რომ, როგორც ჩანს, Google-მ ამჯერადაც არ გადაუხვია სამფერიან მიდგომას. თუკი ელოდით რაიმე მკვეთრი და თვალისმომჭრელი ფერის სმარტფონს Google-სგან, როგორც ჩანს, ამ წელს ვერ იხილავთ. მომავალ წელს კი შესაძოა გამოვიდეს წითელი Pixel-ი. 

შეგახსნებთ, რომ Pixel 3-სა და 3 XL-ს Google ოფიციალურად წარადგენს 9 ოქტომბრის ღონისძებაზე. 

 

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.