Jump to content

Recommended Posts

Posted

                                                      3.jpg

Apple-მა წარადგინა უახლესი ჩიპი თავისი ბოლო iPhone-ების ლაინაფისთვის: A12 Bionic. როგორც კომპანიის წარმოადგენლობა ამბობს, ეს არის ისტორიაში პირველი 7 ნანომეტრიანი ჩიპი, რომელიც Phil Schiller-მა წარადგინა, როგორც უსწრაფესი და უმძლავრესი იპი სმარტფონების ისტორიაში. 

სავარაუდოდ ის მართალია. ჩიპს გააჩნია ექვსბირთვიანი CPU (ორი - „მწარმოებლური“ ბირთვით, ხოლო ოთხი - „პროდუქტიული“ ბირთვით) და ოთხბირთვიანი GPU (რომელიც 50 %- ით უფრო სწრაფია, ვიდრე A11). მას აგრეთვე გააჩნია განახლებული ნეირონული პროცესორი, რომელიც ემსახურება ხელოვნური ინტელექტის დავალებების შესრულებას 

მაშინ, როდესაც გასულ წელს გამოშვებულ ნეირონულ პროცესორს გააჩნდა ორი ბირთვი, ახალ A12  ბიონიკურ პროცესორს გააჩნია 8 ბირთვი. თუკი ძველი ორბირთვიანი პროცესორი წამში ახორციელებდა 600 მლრდ ოპერაციას, ახალი ვერსია განახორციელებს 5 ტრილიონ ოპერაციას წამში.  

გასულ თვეს Huawei-მაც  წარადგინა თვისი 7 ნანომეტრიანი ჩიპ kirin 980,  რომელიც წარმოებაში ოქტომბრიდან შევა.  

ახლად დაანონსებული მეოთხე სერიის Apple Watch  ასევე განახლდება მეოთხე თაობის SIP (silicon in package ჩიპით, რომელიც მოიცავს 64 ბიტიან ორბირთვიან პროცესორს, რაც საშუალებას იძლევა ოპერაციაები განხორციელდეს ორჯერ უფრო სწრაფად ძველ ვერსიასთან შედარებით. მას აგრეთვე გააჩნია გაუმჯობესებული აქსელერომეტრი და გიროსკოპი, რომელიც მონაცემებს ამუშავებს რვაჯერ უფრო სწრაფად.  

 

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.