Jump to content

Recommended Posts

Posted

                                                  1.png

გამოსვლიდან ერთ წელზე ნაკლები დროის გასვლის შემდეგ Apple-მა შეწყვიტა  iPhone X-ის გამოშვება და წარადგინა სამი ახალი მოდელი. iPhone XS-ის სასტარტო ფასი  999 $-ია, ხოლო უფრო იაფიანი მოდელის - iPhone XR-ის ფასი - 749 $.  iPhone SE-ისა და 6s-ის მოდელები საერთოდ იქნა ამოღებული ვებ-გვერდიდან, ყურსასმენის ჯეკებიანი ტელეფონების ერის დასასრულის ნიშნად 

მიუხედავად მოარული ხმებისა, რომ iPhone X-ის  მოდელი სათანადოდ არ იყიდებოდა, ეფლის შემოსავლებმა საპიროსპირო სურათი გვიჩვენა, რაც ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული მოდელი საკმაოდ კარგად გაიყიდა. ეფლის აღმასრულებელმა დირექტორმა ტიმ კუკმა თებერვალში განაცხადა, რომ „აიფონ ათმა გადააჭარბა ჩვენს ყველანაირ მოლოდინს და ნოემბერში გამოსვლიდან იგი წარმოადგენს ჩვენს ტოპ-გაყიდვად პროდუქტს. ამჟამად ახალი მოდელების გამოსვლის შემდეგ ჩვენ საჭიროდ ჩავთვალეთ რომ iPhone X  ამოგვეღო წარმოებიდან. ამჟამად ეს მოდელები -  iPhone X, SE და 6s მთლინად არის ამოღებული აშშ-ის ბაზრებიდან. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ზემოთ ჩამოთვლილი მოდელები ჯერ კიდევ გაყიდვაშია განვითარებად ბაზრებზე, მაგალითად ინდოეთში.  

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.