Magdalena Posted September 12, 2018 Posted September 12, 2018 Sphero-მ დააანონსა კიდევ ერთი ახალი რობოტის სახელწოდებით Sphero Bolt-ის გამოშვება, როგორც გაუმჯობესებული ვარიანტი მისი Sphero და Sphero Spark +. ყველაზე დიდი და ხელშესახები განსხვავება Sphero Bolt-ში არის ის, რომ მას გაჩნია ანიმირებული და პროგრამირებადი 8-მეგაჰერციანი დიოდური ეკრანი, რათა მან მოახდინოს ემოციების გამოხატვა მოციმციმე სმაილების გამოსახვით, თუ დავალება შესრულდა, და აგრეთვე ისრის გამოსახვა მოძრაობის მიმართულების საჩვენებლად. აღნიშნული რობოტი აღჭურვილია ინფრაწითელი სენსორებით, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ერთდროულად ხუთის რობოტის ერთმანეთს შორის კომუნიკაცია 5 მეტრის რადიუსში. ამის გარდა, Sphero Bolt - ს გააჩნია მაგნიტური კომპასი, აქსელერომეტრი, გარე განათების სენსორი და მძლავრი ბატარეა, რომლის საშუალებით მისი გამოყენება უფრო ხანგრძლივად შეიძლება. ბურთულა რობოტები Sphero-ს მართვა შესაძლებელია სპეციალური მობილური აპლიკაციების გამოყენებით და ძირითადად განკუთვნილია ბავშვებისთვის პროგრამირების და რობოტო ტექნიკის შესასწავლად. არსებობს აპლიკაციის ორი ვარიანტი: Sphero Play - რის მეშვეობითაც ხდება რობოტის მართვა მობილური მოწყობილობის ეკრანიდან და Sphero Edu, რომლის საშუალებითაც ხდება რობოტის პროგრამირება და ჩვენება, თუ როგორ ახდენს ის საკუთარი გიროსკოპის, აქსელერომეტრის, მაგნიტური კომპასის და გარე განათების სენსორის გამოყენებას. Sphero Bolt ხელმისაწვდომია კომპანიის ვებ გვერდზე $ 149,99-ად. www.theverge.com 1
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now