Magdalena Posted September 12, 2018 Posted September 12, 2018 Apple-ის აზიური მომწოდებლების აქციების ფასები მნიშვნელოვნად დაეცა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თვითერზე დაწერა, რომ ტექნოლოგიურმა გიგანტმა პროდუქცია უნდა აწარმოოს შეერთებულ შტატებში, რათა თავიდან აიცილოს საბეგრო გადასახადები ჩინურ იმპორტზე. ტრამპის კომენტარები გამოჩნდა მას შემდეგ, რაც Apple-მა აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლობისთვის მიმართულ წერილში განაცხადა, რომ ვაშინგტონის მიერ შემოთავაზებული სასაზღვო საბეგრო გადასახადები ჩინეთთან სავაჭრო ომის პირობებში ნეგატიურ გავლენას ახდენს Apple-ის ფართო ასორტიმენტის ფასებზე, მათ შორის, Apple Watch-სა და Apple AirPod-ებზე. „ჩვენი შეშფოთება სასაზღვრო მოსაკრებელთან დაკავშირებით იმით აიხსნება, რომ აშშ ყველაზე მეტად დაზარალდება, რაც მიგვიყვანს წარმოებისა და კონკურენტუნარიანობის შემცირებამდე, აგრეთვე ფასების გაზრდამდე ამერიკელი მომხმარებლებისთვის, და ბეგარის გაზრდა არ წარმოადგენს გამოსავალს ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობის პრობლემის გადაჭრისთვის“ -განაცხადეს Apple-ის წარმომადგენლებმა. ტრამპის განცხადების შემდეგ ჩინელი მომწოდებლების - Luxshare Precision-ის, Shenzhen Sunway Communication-ისა და Suzhou Dongshan Precision Manufacturing-ის აქციები მთელი 10%-ით დაეცა. Lens Technology-ს, Universal Scientific Industrial Shanghai-სა და Suzhou Anjie Technology-ს აქციები კი შემცირდა 6-დან 8 %-მდე. ტაივანური მწარმოებლების აქციებს რაც შეეხება, კამერების ობიექტივების მწარმოებელი კომპანიის Largan Precision-ის აქციები შემცირდა 8%-ით, Foxconn (Hon Hai Precision Industry)-ის - 3,4%-ით, Pegatron Corp-ისა- თითქმის 4 %-ით, ASE Technology Holding-ის აქციები კი 2,9 %-ით. https://3dnews.ru/975152 1
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now