Magdalena Posted September 10, 2018 Posted September 10, 2018 მომავალ თვეში Microsoft-ი გეგმავს ნიუ-იორკში პრესკონფერენციას. კორპორაციამ უკვე დაიწყო მოსაწვევების დაგზავნა მასობრივი საინფორმაციო საშუალებებისთვის, თხოვნით „moment of your time“. ღონისძიება დაიწყება 2 ოქტომბერს საღამოს 4:00 საათზე (4PM ET / 1PM PT) და ფოკუსირდება Microsoft-ის ახალ მოწყობილობებზე, სერვისებსა და პროგრამული უზრუნველყოფის სიახლეებზე. გავრცელდა დაუდასტურებელი ხმები, რომ ვიხილავთ ორმაგ ეკრანიან მოწყობილობას სახელწოდებით „Andromeda“ , რაც ნაკლებად მოსალოდნელია ამ ეტაპზე. ამ სიახლის ადგილს, დიდი ალბათობით, დაიკავებს განახლებული Microsoft Surface. როგორც ცნობილია, Microsoft-ი მუშაობს დიდ რედიზაინზე Surface Pro-სთვის, თუმცა როგორც ჩანს ეს ახალი დიზაინი მომავალ წლამდე არ იქნება მზად. ნაცვლად ამისა, არის მოლოდინი, რომ Microsoft-ი განაახლებს Surface Pro-სა და Surface ლეპტოპების ლაინაფს Intel-ის უახლესი პროცესორებით. უკვე ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც Microsoft-მა პირველად წარადგინა Surface Studio, და ეს „ყველაფერი ერთში“ პერსონალური კომპიუტერი უკვე დროა განახლებული სახით წარმოგვიდგეს. შემოდგომის ღონისძიებაზე რა თქმა უნდა ყურადღება დაეთმობა Microsoft-ის სახლისა და საოფისედ საჭირო სერვისებსა და მოწყობილობებს , აგრეთვე გასართობ აპლიკაციებს. Microsoft-ი იწყებს Windows 10-ის ახალი ფუნქციების შესახებ გამოცხადებას, რომელთა შესახებაც ღონისძიების ფარგლებში შევიტყობთ. ასევე, დამსწრეებს ექნებათ საშუალება, ახლოდან იხილონ Surface Hub 2. Microsoft-ის პრესკონფერენცია ჩანიშნულია Apple-სა და Google-ის ღონისძიებებს შორის პერიოდში. შემდეგ კვირაში Apple მოაწყობს iPhone XS-ისა და სხვა სიახლეების წარდგენას, Google-ის ღონისძიება კი, რომელიც დაკავშირებულია Pixel 3-ის წარდგენასთან, 9 ოქტომბერს გაიმართება. ტექნოლოგიურ გიგანტებს წინ აქტიური პერიოდი ელით. www.theverge.com 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.