Magdalena Posted September 7, 2018 Posted September 7, 2018 IMAX-ში განაცხადეს, რომ იწყებენ ახალი სერტიფიცირებული პროგრამის - IMAX Enhanced -ის გაშვებას, რომელიც შექმნილია DTS ხმის სპეციალისტებთან თანამონაწილეობით. იდეა მდგომარეობს იმაში, რომ IMAX-ის წარმომადგენლების აზრით, თანამედროვე ტელევიზორებს, პროექტორებს, A/V მიმღებებს, ხმის სისტემებსა და ზოგადად სახლის კინოთეატრის ტიპის მოწყობილობებს უნდა ჰქონდეთ საუკეთესო 4K / HDR გამოსახულება და ხმა. კომპანია არ აკონკრეტებს, რა სახის კვალიფიკატორები იგულისხმება მოწყობილობის სერტიფიცირებაში, თუმცა წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი „პასუხისმგებელნი არიან, შემოგვთავაზონ ყველაზე მაღალი ხარისხის აუდიო-ვიდეო სისტემა, რომელიც შემუშავებულია IMAX-ის კომიტეტის, DTS-ის ინჟინრებისა და ჰოლივუდის წამყვანი ტექნიკური სპეციალისტების ერთობლივი ძალისხმევით“. პროგრამა გაეშვება მიმდინარე შემოდგომიდან და პირველი პარტნიორები იქნებიან Sony, Denon, Marantz, Sony Pictures და Paramount. კომპანია აგრეთვე აცხადებს, რომ გამოუშვებს IMAX-ის ახალ გაძლიერებულ კონტენტს („IMAX Mode“), რომელიც მოახდენს თქვენი სახლის კინოთეატრის პარამეტრების ოპტიმიზაციას. www.theverge.com
Recommended Posts
Archived
This topic is now archived and is closed to further replies.