Magdalena Posted September 5, 2018 Posted September 5, 2018 კრიპტოვალუტების ციებ-ცხელება მინელდა, მაგრამ დედა დაფების მწარმოებლები აგრძელებენ მაინინგის სისტემის ფორმირებისთვის საჭირო სიახლეებზე მუშაობას. მორიგი ამგვარი სიახლეა Biostar TB360-BTC Expert - Intel H370-ის ლოგიკის ნაკრებით. დაშვებულია მერვე თაობის Core-ის პროცესორებზე დაყენება, 95 ვატამდე მაქსიმალურ სითბურ ენერგიამდე. DDR4-1866/2133/2400/2666 ოპერატიული მეხსიერების მოდულებისათვის მოცემულია ორი კონექტორი. სისტემაში შესაძლებელია 32 გბ-იანი ოპერატიული მეხსიერების დამონტაჟება. დაფის განსაკუთრებულობა გამოიხატება იმაში, რომ გააჩნია 17 სლოტი მაინიგის ბარათებისთვის: ერთი PCIe 3.0 x16-სთვის და თექვსმეტი - PCIe 3.0 x1-სთვის. სიახლის ზომებია 305 × 210 მმ. კონექტორებთან მოცემული გვაქვს PS/2 ჯეკები კლავიატურისა და მაუსისთვის, ოთხი USB 3.0 პორტი, ორი USB 2.0 პორტი, HDMI და D-Sub ინტერფეისები გამოსახულებისთვის, ჯეკი ქსელური სადენისთვის (გამოიყენება გიგაბიტური კონტროლერი Realtek RTL8111H) და ჯეკების ნაკრები (codec Realtek ALC887). მაინინგ-დაფა Biostar TB360-BTC Expert-ის ფასი დაზუსტებული არ არის. https://3dnews.ru/974918 1 1 Quote
Gogla1990 Posted September 5, 2018 Posted September 5, 2018 2 hours ago, Magdalena said: კრიპტოვალუტების ციებ-ცხელება მინელდა მინელდა ცოტა რბილი ნათქვამია 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.