Jump to content

Recommended Posts

Posted

                                                                                44.png

Intel-ის 14 ნანომეტრიანი პროცესორების ხანგრძლივმა  სასიცოცხლო ციკლმა კომპანიისთვის ცუდი როლი ითამაშა. ბაზრის მონაწილეები  ელიან, რომ წლის ბოლომდე  Intel-ის ყველა პროცესორი, რომელიც გამოშვებულია 14 ნანომეტრიანი ტექნოლოგით,  დეფიციტში იქნება. Intel-ს დასჭირდება გარკვეული დრო, რომ მოერგოს შექმნილ ვითარებას. ამავე დროს, საჭიროა, რომელიმე კომპანიამ მაინც გადაჭრას პრობლემა და უზრუნველყოს ბაზრისთვის პროცესორების მიწოდება. 

                                                                                                      4.png

ამ მისიას საკუთარ თავზე იღებს კომპანია  AMD. უკვე თვალსაჩინოდ  ჩანს, რომ რიცხობრივი უპირატესობა  ამ კომპანიის  მხარეზე გადადის. როგორც წყაროები იტყობინებიან, AMD-ის პერსონალურ და მობილურ პროცესორებზე შეკვეთები ორჯერ გაიზარდა. კომპიუტერების მწარმოებელთა ნაწილი უკვე აპირებს კონტრაქტების გაფორმებას AMD-სთან მომავალი წლის პირველი კვარტალისთვის, რადგან დიდად არ აქვთ მოლოდინი, რომ Intel-ი დროულად გადაჭრის პრობლემას. მოკლედ რომ ითქვას,  AMD-მ  მიიღო შანსი არამხოლოდ იმით, რომ დროულად გადავიდა 7 ნანომეტრიან ტექპროცესორებზე არამედ ამას ხელი შეუწყო კონკურენტის დროებითმა სირთულეებმაც.  

  • Like 1
Posted

მოკლედ გაედო ინტელს

Posted

შეიძლება კოფილეიკების გამოშვება დაიკიდონო და 9000 მიაწვნენ, ეგ კი კოფილეიკების ფასის გაზრდას გამოიწვევს უფრო და არა 9000, ამიტომ ვისაც მაგის ყიდვა სურდა ჯობია დროზე იყიდოს რახან შეიძლება ისევ გაძვირდენ დეფიციტის გამო, 9700K კი ჩემ პროცესორზე ორჯერ მეტის თავი ქონია 8 ბირთვით, 8700K კი საკმაოთ იჩაგრება ბენჩებში მაგ პროცესორთან, თუმცა 2700X საკმაოთ კარგათ უდგება თამაშებში თუ არ ჯობნის კიდეც ზოგან, რაღაც ახალ ფაბრიკას კი ხსნიან მაგრამ ეგ უფრო შემდეგი წლისთვის დაიწყებს მგონი მუშაობას, დეფიციტი კი საკმაოთ მაღალმა სპროსმა გამოიწვია მაგ პროცესორებზე, ალბათ ვეღარ აუდიოდნენ შეკვეთებს, იყო კიდეც საკმაო დეფიციტი კოფი ლეიკებზე, როცა 8700K 450$ კი ღირდა მეტი თუ არა, მაგრამ თუ გაზარდა ამდ ბაზრის წილი მაქსიმუმ ალბათ 10-12%, 70%+ ჯერ კიდევ ინტელისაა, თამაშების სეგმენტში კი მეტიც იგივე სტიმზე, ზოგადათ ფასების დაგდება რიზენებზე იმაზე მეტყველებს რომ იმ აბიომებით ვერ ყიდიან რამდენიც გამოუშვეს და ინტელზე კიდე პირიქითაა ეხლა, თითქმის სულ რომ ამოყიდეს მაგიტომაც იზრდება ფასი, როგორც ეგ თავის დროზე ვიდეოკარტებზე იყო მაინინგის გამო

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.