Jump to content

Recommended Posts

Posted

                                               image.jpeg

ამ დრომდე,  subscription-based აპლიკაციები ვაებულ იყვნენ დაეცვა კონფიდენციალურობა, ახლა კი უკვე ეს წესი ყველა აპლიკაციას შეეხება. 

ტექნიკურად Apple-ს არ მიუთითებია, რომ მოქმედ აპლიკაციებსაც მოუწევთ ახალი წესების მიხედვით მოქმედება, მხოლოდ სამომავლო სიახლეებსა და აპლიკაციების აფდეითებს შეეხება კონფიდენციალურობის პოლიტიკა. აპლიკაციების შემქმნელებს მოუწევთ იმის ახსნა, რა ტიპის მონაცემებს ითხოვს და აგროვებს აპლიკაცია, და როგორ გამოიყენებს მათ. შემქმნელებს ასევე მოუწევთ დეტალურად ახსნან, თუ როგორ ახდნენ მონაცემთა შენახვა-დაცვას და როგორ შეეძლებათ მომხმარებლებს უარი განაცხადონ ან წაშალონ თავიანთი მონაცემები. 

ახალი წესები ძალაში შევა 3 ოქტომბრიდან. Apple აცხადებს, რომ ახალი პოლიტიკის არმქონე ამჟამად მოქმედი პროგრამული უზრუნველყოფის მქონე აპლიკაციები არ წაიშლება App Store-დან, თუმცა 3 ოქტომბრის შემდგომ პერიოდში დააფდეითების შემთხვევაში, მათ მოუწევთ ახალ პირობებთან თანაარსებობა.  

25 დეკემბრიდან, როდესაც GDPR (General Data Protection Regulation) ძალაში შევიდა, Facebook-მა კი მარტში მონაცემთა დარღვევის ფიასკო განიცადა, მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვა მნიშვნელოვანი გახდა ტექნიკური კომპანიებისთვის. ახალი წესებიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, Apple ცდილობს უფრო მეტად გამჭვირვალე გახადოს პროცესი,  თუ როგორ ხდება მომხმარებელთა მონაცემების დამუშავება, და მწარმოებლებისგან მოითხოვს დაარეგულირონ თავიანთი სამოქმედო პროცესები.  

www.theverge.com

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.