Jump to content

Recommended Posts

Posted

                                            zenbook1.jpg

კომპანია ASUS-მა გამოფენა IFA 2018-ზე წარმოადგინა პორტატული კომპიუტერები 

  •   ZenBook 13 (UX333),
  •   ZenBook 14 (UX433) და
  •   ZenBook 15 (UX533) - Intel Whiskey Lake-ის პლატფორმაზე.  

წარმოდგენილ ლეპტოპების დისპლეის ზომებია 13,3 დუიმი, 14 დუიმი და 15,6 დუიმი დიაგონალზე. სამივე შემთხვევაში გამოყენებულია უჩარჩოო NanoEdge პანელი, რისი წყალობითაც ეკრანი იკავებს 92–95 %-ს.  

                                         zenbook2.jpg

დისპლეის რეზოლუცია შეადგენს 1920 × 1080 პიქსელს (Full HD); 15,6 დუიმიანი მოდელი აღჭურვილია 4К პანელით (3840 × 2160 პიქსელი). სამივე სიახლის შემთხვევაში გვაქვს NTSC ფერთა გამის 72%-ანი დაფარვა.  

მომხმარებლებს ექნებათ არჩევანის საშუალება Core i5-8265U (1,6–3,9 გჰც)-ისა და Core i7-8565U (1,8–4,6 გჰც) პროცესორებს შორის. ხსენებულ ჩიპებს გააჩნიათ ოთხი ბირთვი და გრაფიკული ადაპტერი Intel UHD Graphics 620. 

ლეპტოპები ZenBook 13 (UX333) და ZenBook 14 (UX433) აღჭურვილი იქნება დისკრეტული ამჩქარებლით NVIDIA GeForce MX150, GDDR5-ის 2 გბ-იანი მეხსიერებით. ZenBook 15 (UX533) ვერსიისთვის კი ხელმისაწვდომი იქნება ვიდეო ბარათი NVIDIA GeForce GTX 1050 Max-Q , GDDR5 2,4 გბ-იანი მეხსიერებით. 

ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 16 გბ-ს. მონაცემთა შენახვას მაქსიმალური კონფიგურაციებით უზრუნველყოფილია მყარი დისკი PCIe 3.0 x4 SSD 1ტერაბაიტი მოცულობით. მოწყობილობას ასევე გააჩნია ინფრაწითელი კამერა 3D IR HD - მომხმარებლის სახის იდენტიფიკაციისთვის; უსადენო კავშირის მოდულები - Wi-Fi 802.11ac და Bluetooth 5.0; ასევე Harman Kardon-ის აუდიოსისტემა,  პორტები - USB 3.1 Gen 2 Type-C, USB 3.1 Type-A  და HDMI. 

                                                zenbook3.jpg

ლეპტოპებს აქვთ მყარი კორპუსი, რომელიც შეესაბამება MIL-STD-810G სტანდარტებს. ZenBook 13 (UX333) და ZenBook 14 (UX433) მოდელები აღჭურვილია NumberPad სისტემით. 

გამოყენებულია Windows 10 ოპერაციული სისტემა. ლეპტოპების ღირებულებასთან დაკავშირები ცნობები ჯერჯეჯრობით არ არის.  

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.