Jump to content

Recommended Posts

Posted

skynews-tokyo-japan-taxi_4403392.jpg

ტოკიოს 2020 წლის საგაზაფხულო ოლიმპიადისთვის დაიწყეს უპილოტო ტაქსების ტესტირება. სენსორებით აღჭურვილი მიკროავტობუსები ახორციელებენ დღეში ოთხ მარშრუტს მგზავრებთან ერთად იაპონიის დედაქალაქის ყველაზე ხალხმრავალ ადგილებში. ავტონომიური ტექნოლოგიების მართვის კომპანია ZMP და ტაქსომოტორული კომპანია Hinomaru Kotsu ამტკიცებენ, რომ ეს საგზაო ტესტირებები ამჟამად მსოფლიოში უპრეცედენტოა, უპილოტო ტაქსებში მგზავრების მიერ საფასურის გადახდის გათვალისწინებით. 

2016 წლის მარტში კომპანიებმა DeNa და ZMP აგრეთვე განახორციელეს უპილოტო ტაქსების ტესტირება Toyota Estima-ს მინივენების ბაზაზე, რომელთაც გადაჰყავდათ ქალაქ ფუძისავას მაცხოვრებლები ადგილობრივი მაღაზიების მიმართულებით. 

taxi2.jpg

Kyodo News-ის პუბლიკაციის თანახმად, მიმდინარე ტესტირებები ხორციელდება 5,3 კილომეტრიან წრიულ მარშრუტზე, რომელიც აკავშირებს ორ რეგიონს. გამოცდა დასრულდება ოქტომბრის დასაწყისში, ტესტის ფარგლებში სულ დაგეგმილია 96 გასვლა. ტოკიოს მცხოვრებთაგან 1500-მა ადამიანმა გამოთქვა უპილოტო ტაქსებით მგზავრობის სურვილი. მგზავრობის საფასური 1500 იენია (13 $), გადახდა ხორციელდება სმარტფონით, სპეციალური აპლიკაციის საშუალებით. 

ტესტირების შემდეგი ეტაპი განხორციელდება მიმართულებით - ჰანედას აეროპორტიდან ქალაქის ცენტრის სატრანსპორტო კვანძებისკენ. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.