Magdalena Posted August 30, 2018 Posted August 30, 2018 Qualcomm-ი შესაძლოა ისწრაფვოდეს ბაზარზე Intel-ის ადგილის დაკავებისაკენ, თუმცა „დიდი ლურჯი“ კორპორაცია ბრძოლის გარეშე დათმობას არ აპირებს. Intel-მა წარადგინა უახლესი მე-8 თაობის პროცესორები თხელი და მსუბუქი ლეპტოპებისთვის. ახალი ჩიპები Intel-ის Core U-სა (i7-8565U, i5-8265U, i3-8145U) და Core Y-სერიისაა (i7-8500, i5-8200Y, m3-8100Y) და განკუთვნილია ლეპტოპებისთვის, რომლებსაც უფრო დაბალი ენერგომოხმარება გააჩნიათ, ვიდრე მათ დესკტოპ ანალოგებს. უმნიშვნელოვანეს ფაქტს ამ შემთხვევაში წარმოადგენს ორივე სერიის ინტეგრირება Gigabit WiFi-სთან, რაც იძლევა მოლოდინს, რომ უახლოეს თვეებში ვიხილავთ დაუჯერებლად თხელ და მსუბუქ ლეპტოპებს უსწრაფესი WiFi სიჩქარით. Wi-Fi-ის უპირატესობის პარალელურად, Intel-ი ასევე გვპირდება U-სერიის გაორმაგებულ მწარმოებლურობას წინა თაობასთან შედარებით. კომპანია ამტკიცებს, რომ U-სერიაზე აგებული ლეპტოპები საშუალებას მოგვცემს იმუშაონ 16 საათი უწყვეტ რეჟიმში, ერთი სრული დამუხტვის შემდეგ. „ოპტიმიზებული სიმძლავრის სისტემები კი უფრო დიდხანს იმუშავებს, დაახლოებით 19 საათამდე“- აცხადებს წარმომადგენლობა. U-სერიას გააჩნია 15 ვატიანი ენერგომოხმარება, იმ დროს, როდესაც Y-სერიისას მხოლოდ 5 ვატიანი აქვს. Intel-ის i7-8565U ჩიპს შეუძლია 4,6 გჰც სიჩქარის მიღწევა ტურბო რეჟიმში, თუმცა აღსანიშნავია, რომ ვერ შეძლებს ამ დონის შენარჩუნებას დიდიხნის განმვალობაში. Intel-ის წარმომადგენლობის განცხადების მიხედვით, ახალი ჩიპებით აღჭურვილი ლეპტოპების ხილვას მიმდინარე საშემოდგომო სეზონზე შევძლებთ. windowscentral.com 2 2 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.