Jump to content

Recommended Posts

Posted

intel-core-i7-8th-gen.jpg

Qualcomm-ი შესაძლოა ისწრაფვოდეს ბაზარზე Intel-ის ადგილის დაკავებისაკენ, თუმცა „დიდი ლურჯი“ კორპორაცია ბრძოლის გარეშე დათმობას არ აპირებს. Intel-მა წარადგინა უახლესი მე-8 თაობის პროცესორები თხელი და მსუბუქი ლეპტოპებისთვის. ახალი ჩიპები Intel-ის Core U-სა (i7-8565U, i5-8265U, i3-8145U) და Core Y-სერიისაა (i7-8500, i5-8200Y, m3-8100Y) და განკუთვნილია ლეპტოპებისთვის, რომლებსაც უფრო დაბალი ენერგომოხმარება გააჩნიათ, ვიდრე მათ დესკტოპ ანალოგებს. უმნიშვნელოვანეს ფაქტს ამ შემთხვევაში წარმოადგენს ორივე სერიის ინტეგრირება Gigabit WiFi-სთან, რაც იძლევა მოლოდინს, რომ უახლოეს თვეებში ვიხილავთ დაუჯერებლად თხელ და მსუბუქ ლეპტოპებს უსწრაფესი WiFi სიჩქარით. 

Wi-Fi-ის უპირატესობის პარალელურად, Intel-ი ასევე გვპირდება U-სერიის გაორმაგებულ მწარმოებლურობას წინა თაობასთან შედარებით. კომპანია ამტკიცებს, რომ U-სერიაზე აგებული ლეპტოპები საშუალებას მოგვცემს იმუშაონ 16 საათი უწყვეტ რეჟიმში, ერთი სრული დამუხტვის შემდეგ. „ოპტიმიზებული სიმძლავრის სისტემები კი უფრო დიდხანს იმუშავებს, დაახლოებით 19 საათამდე“- აცხადებს წარმომადგენლობა.  

U-სერიას გააჩნია 15 ვატიანი ენერგომოხმარება, იმ დროს, როდესაც Y-სერიისას მხოლოდ 5 ვატიანი აქვს. Intel-ის i7-8565U ჩიპს შეუძლია 4,6 გჰც სიჩქარის მიღწევა ტურბო რეჟიმში, თუმცა აღსანიშნავია, რომ ვერ შეძლებს ამ დონის შენარჩუნებას დიდიხნის განმვალობაში 

Intel-ის წარმომადგენლობის განცხადების მიხედვით, ახალი ჩიპებით აღჭურვილი ლეპტოპების ხილვას მიმდინარე საშემოდგომო სეზონზე შევძლებთ.  

  • Like 2
  • Upvote 2

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.