Jump to content

Recommended Posts

Posted

ტექ-სამყარო მოუთმენლად ელის, როდის განაცხადებს Apple ახალი iPhone-ბის შესახებ. ახალი დივაისების შესახებ დიდი ალბათობით სექტემბრის მეორე კვირაში გახდება ცნობილი (როგორც დამახასიათებელია Apple-სთვის). ამ თემაზე უახლესი ცნობები Bloomberg-ს ეკუთვნის, რომელიც თვალყურს ადევნებს პროგნოზებს სიახლეებთან დაკავშირებით. 

Bloomberg-ის წარმომადგენლები იტყობინებიან, რომ ახალი სმარტფონები შეინარჩუნებენ გარეგნულ დიზაინს, ცვლილებები შეეხება ძირითადად შინაგან მოწყობას. იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიო მობილური ბაზრის ზრდა შენელებულია, Apple დიდი ალბათობით გაზრდის საშუალო ფასებს თავის სმარტფონებზე. 

image.png 

Bloomberg-ის ინფორმაციით, უნდა ველოდოთ, რომ ვიხილავთ: 

სამ ახალ iPhone-ს:  

  • მოსალოდნელია iPhone X-ის განახლება, 5.8 დუიმიანი OLED ეკრანით; 
  • ახალი მაღალხარისხიანი iPhone 6.5 დუიმიანი OLED ეკრანით, და 
  • ახალი შედარებით იაფი მოდელი (რომელიც ვიზუალურად iPhone X-ის მაგვარი იქნება) 6.1 დუიმიანი LCD ეკრანით. 

6.1 დუიმიანი iPhone წარმოდგენილი იქნება ფერის რამოდენიმე არჩევანით (რუხი, თეთრი, ლურჯი, წითელი, ნარინჯისფერი). ექნება ალუმინის კიდეები ნაცვლად უჟანგავი ფოლადისა. 

image.jpeg

სამივე სმარტფონს ექნება ჟესტების მართვის სისტემა, აგრეთვე Face ID. მოსალოდნელია, რომ Apple აგრეთვე გამოიყენებს დიდ (6.5 დუიმიან) ეკრანს ფუნქციისათვის - “view content side-by-side”, მაგალითად, გვერდიგვერდ იხილავთ მეილს და კალენდარს. 

სახელწოდებებს რაც შეეხება, Bloomberg-ის მიხედვით, მასზე ხშირი დისკუსია იყო, რადგან ადვილი არაა დივაისების დიფერენცირება. ამჟამინდელი ცნობებით, ახალი მაღალხარისხიანი სმარტფონის სახელი იქნება iPhone Xs, უფრო დიდი მოდელის კი - iPhone Xs Plus. სახელწოდებების ცვლილებები არ არის გამორიცხული. 

მიმდინარე წელს აგრეთვე ვიხილავთ განახლებულ Air Pods-ს, ახალ Apple Watch-ს დიდი ეკრანით, უსადენო დამტენ მოწყობილობას - Airpower-ს და განახლებულ iPad Pro-ს უფრო თხელი ჩარჩოთი და Face ID-თ. 

 

  • Like 2

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.