Magdalena Posted August 26, 2018 Posted August 26, 2018 მიმდინარე წლის ბოლოსთვის Apple გეგმავს გამოუშვას ხელმისაწვდომი ღირებულების მქონე ლეპტოპი და Mac Mini, - იტყობინება Bloomberg-ი. Mac mini-ს განახლება არ მოხდარა 2014 წლის შემოდგომის შემდეგ. დღესდღეობით მისი ფასი 499 $-ს შეადგენს, მაგრამ, სავარაუდოდ, ახალი Mac-ის ფასი გაცილებით მეტი იქნება, იმის გათვალისწინებით რომ იგი ორიენტირებული იქნება პროფესიონალებზე - მეხსიერების დიდი მოცულობით და პროცესორის შესაძლებლობებით. ახალი Mac mini უფრო მეტად იქნება მორგებული მომხმარებლის მოთხოვნებზე, ვიდრე მისი წინამორბედი - უკეთესი სისტემური უზრუნველყოფისა და შედარებით დაბალი ფასის გათვალისწინებით. Mac mini-ის 2014 წლის განახლება საკმაოდ ცუდად იქნა მიღებული მომხმარებლებისა და კრიტიკოსების მიერ, რადგან ნაკლებად ქმედითუნარიანი იყო. შემდეგ კი გამოჩნდა ახალი MacBook-ი. ვარაუდობენ, რომ ახალი პროდუქტი იქნება MacBook Air-ისა და Mac mini-ს გაერთიანება, რაც კარგ პროგნოზებს იძლევა. Apple-ის ყველაზე იაფი ლეპტოპი MacBook Air-ია, რომლის ღირებულება 999 $-იდან იწყება. თუკი ახალი ბიუჯეტური ლეპტოპი მონაცემებით მისი მსგავსი იქნება, დიდი მოთხოვნა გარანტირებული იქნება. Bloomberg-ის ანგარიშში მოცემულია, რომ ახალი ლეპტოპის სახელწოდებაც Air იქნება, ეკრანის ზომაც იგივე - 13 დუიმი, თუმცა გამოსახულებას უფრო დიდი გაფართოებისას მივიღებთ. შედარებით თხელი იქნება ჩარჩოს ზომები. არსებობს საერთო აზრი, თუმცა არაოფიციალური, რომ ახალ Mac-ს 2018 წელს ვიხილავთ, თუმცა კონკრეტული ვადა უცნობია, Apple სიჩუმეს ინარჩუნებს. სავარაუდოდ, ეს მოხდება სექტემბერში ან ოქტომბერში. Apple უშვებს ოპერატიული სისტემის ახალ ვერსიას macOS, Mojave (10.14), ამიტომ სრულიად შესაძლებელია, სხვა სიახლეებიც მათთან თანადროულად გამოვიდეს. https://www.tomshardware.com https://arstechnica.com
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now