Jump to content

Recommended Posts

Posted

                     გუგლი ახდენს Google Drive-ის რებრენდინგს სახელწოდებით Google One, ასევე ცვლის ფასებს, რათა მომხმარებლებს მისცეს უფრო მეტი შესაძლებლობა და მეხსიერების უფრო დიდი საცავი სივრცე შედარებით დაბალ ფასად. განახლებული ტარიფები ამგვარად გამოიყურება: 200 გიგაბაიტი თვეში 2,99$-ად, 2 ტერაბაიტი - 9,99$ ნაცვლად 19,99$-ისა.

google-one-cover.jpg

                      პროცესი მარტივია: შედიხართ Google Drive-ზე, აკლიკებთ storage, შემდეგ -  upgrade storage, რათა მიიღოთ განახლებისა და აფგრეიდის საშუალება. ასევე შესაძლებელი იქნება საკუთარი მეხსიერების მარაგი ჯახის ხუთ წევრს გაუზიაროთ, რაც თავიდან აგვაცილებს ზედმეტს ხარჯებს, როდესაც ვიძენდით პროდუქტს იმ რაოდენობით, რაც ზედმეტი იყო ჩვენთვის და ვიხდიდით იმაზე მეტს, ვიდრე გვჭირდებოდა. რეალურად, Google  არ ამოწმებს ნამდვილად არიან თუ არა დამატებულთა სიაში მყოფები ოჯახის წევრები, ასე რომ, მარტივად შეგიძლიათ ამ ხუთეულში მეგობრები ან კოლეგები ჩართოთ. 

                      Google-ის ფასები მეტად ხელსაყრელი და კონკურენტუნარიანია: იმავე ფასად შეამოთავაზებული Microsoft-ის  პროდუქტი ორჯერ ნაკლებია მასთან მიმართებაში, Dropbox-ს არ აქვს არანაირი შემოავაზების ალტერნატივა უფასო პაკეტსა და 9,99$-იანს შორის, iCloud-ს კი აქვს ნამდვილად მიმზიდველი შემოთავაზება 0,99$-ად 50 გბ თვეში. 

                      Google თავის მომხმარებლებს სხვა სახის უპირატესობების მინიჭებასაც პირდება, მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ფასდაკლებები იმ სასტუმროებში, რომლებიც მოძიებული იქნება გუგლის საძიებო სისტემის საშუალებით. დაპირებისამებრ, ფასდაკლებებისა და ბონუსების რიცხვი რეგულარულად გაიზრდება. 

                     უახლოეს თვეებში Google Drive-ს მომხმარებლები ავტომატურად მიიღებენ წვდომას Google One-ზე. თავდაპირველად ესენი იქნებიან აშშ-ის მოქალაქეები, შემდგომ ეტაპზე კი მსოფლიოს დანარჩენი ქვეყნების მაცხოვრებლები.  

 

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.