Jump to content

Recommended Posts

Posted

Nikon Rumors-ი იტყობინება, რომ 23 აგვისტოს Nikon-ი გეგმავს წარადგინოს ორი სრულკადრიანი უსარკო ფოტოკამერა, სახელწოდებებით - Z6 და Z7. აპარატები წარმოდგენილნი იქნება სამ ობიექტვითან ერთად, რომელიბიც შემუშავებულია ახალი სისტემისთვის. 

Nikon-Nikon-700px-700x471.jpg

Z6 და Z7 ერთმანეთისგან განსხვავებულნი იქნება ისევე, როგორც Sony განასხვავებს თავის მოდელებს A7-სა და  A7R-ს. Z6-ს ექნება 24 მეგაპიქსელიანი სენსორი და გამოყენებადი იქნება სწრაფი გადაღებებისთვის მცირე განათებით, Z7-ს კი ექნება 45 მეგაპიქსელიანი სენსორი უფრო მაღალი რეზოლუციის ფოტოების გადასაღებად.  

მეგაპიქსელების შესახებ დეტელაბს თუ გავითვალისწინებთ, სავარაუდოა, რომ Nikon-ი ეცდება თავისი ფოტოკამერები Sony-ს გაუთანაბროს (სახელწოდებებიც კი ერთმანეთის მსგავსია). ეს პროცესი კი გარდაუვალი გახდა, რადგან Sony უზარმაზარ ძალას წარმოადგენს უსარკო ფოტოაპარატების დამზადების სფეროში. ეს არ იქნება ადვილი ამოცანა, თუმცა, ყოველ შემთხვევაში, Nikon-ის ეს მცდელობა საინტერესო იქნება რამოდენიმეწლიანი DSLR-ების (Digital Single-lens reflex camera) წარმოების შემდეგ. 

 

  • Like 3

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.