Jump to content

Recommended Posts

Posted

                    Trustwave-ს მკვლევარებმა გამოუშვეს ახალი ფუნქციური პროგრამა Social Mapper, რომელიც ახდენს სახეების ამოცნობა-იდენტიფიკაციას კონკრეტული პიროვნებების ძიების მიზნით სხვადასხვა სოციალურ ქსელში. პროგრამა შემუშავებულია უსაფრთხოების დაცვის მიზნით იმ შემთხვევებისთვის, როდესაც თავდასხმა ხდება სოციალური ინჟინერიის გამოყენებით.  სისტემა ავტომატურად პოულობს კონკრეტული საძიებელი პიროვნების პროფილს ფეისბუზე, თვითერზე, ლინდინზე და სხვა ქსელებში - სახელისა და გამოსახულების საშუალებით. 

                                                                                                                images.jpg

                     ეს ძიებები შესაძლებელია განხორციელდეს ხელით, თუმცა ავტომატიზირებული პროცესი ნიშნავს, რომ  შესაძლებელი იქნება დავალება შესრულდეს ბევრად სწრაფად და ეფექტიანად, და ასევე რამდენიმე სამიზნის მიმართ ერთდროულად. „ინფორმაციის შეგროვება ონლაინ რეჟიმში - ეს ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია“- განაცხადა Trustwave-. „და რა იქნება, თუკი შესაძლებელი იქნება ამ პროცესის ავტომატიზირება და გამოყენება მასობრივად, ასი ან ათასი პიროვნების მიმართ?“ 

Social Mapper-ი არ მოითხოვს წვდომას API-სთან, რაც აფერხებდა ძიების პროცესს, როგორც ეს ხდებოდა Geofeedia-ს მაგალითზე. ნაცვლად ამისა, სისტემა ახორციელებს ავტომატურ ძიებას ბრაუზერის ინსტრუმენტების ფანჯარაში, შემდეგ კი ახდენს სახის სკანირებას საძიებო მიზნის შესატყვის პირველ 10-20 ობიექტზე - ერთი კონკრეტული პიროვნების ამოცნობის მიზნით. საბოლოოდ, ვიღებთ  თითოეული პიროვნების დადასტურებული ექაუნთების სიას.  

Social Mapper ლიცენზირებულია, როგორც უფასო პროგრამული უზრუნველყოფის სისტემა, და იგი ხელმისაწვდომია GitHub-ზე. 

 

  • Like 1
Posted

ეს ხომ საინტერესო რამეა და კაი ხანია კიდევ არსებობს აპლიკაცია FakeApp - საშუალებას იძლევა, რომ ვიდეოში კონკრეტული ადამიანის სახე შეცვალო სხვისი სახით, machine learning_ის გამოყენებით.

საკმაოდ კარგი იმპლემენტაციაა და საკმარისი სიმძლავრეების ქონის შემთხვევაში კარგი ფეისსვაფები გამოდის :) 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.